add wishlist add wishlist show wishlist add compare add compare show compare preloader

💗 მოგაწვდით მთელ საქართველოში!

10 მიზეზი თუ რატომ უნდა დაიწყოს 1 წლამდე ასაკში თქვენმა შვილმა წყალთან კონტაქტი?

10 მიზეზი თუ რატომ უნდა დაიწყოს 1 წლამდე ასაკში თქვენმა შვილმა წყალთან კონტაქტი?

„არ დასველდე“„ არ გაცივდე“ „გამოსაცვლელი არაფერი წამომიღია“ - ხშირად გიფიქრიათ ან  გითქვამთ? მაგრამ, იცოდით, რომ ადრეული ასაკიდან წყალთან ახლოს ყოფნამ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს თქვენი შვილის განვითარებაზე? წყალი სიცოცხლის განუყოფელი ელემენტია. ჩვენ დაბადებამდეც კი გვაქვს სიახლოვე მასთან, ეს მშობლიური გარემოა ბავშვისთვის.

განვიხილავთ 10 მიზეზს, თუ რატომ უნდა დაიწყოს 1 წლამდე ასაკში თქვენმა შვილმა წყალთან კონტაქტი. გაგიზიარებთ ინფორმაციას, თუ როგორ უწყობს ხელს წყალი თქვენი შვილების ფიზიკურ, გონებრივ და ემოციურ კეთილდღეობას.

 

1) წყალში თამაში ავითარებს სოციალურ უნარებს: ცურვა და წყლის თამაში ხშირად ჯგუფური აქტივობებია, რაც ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას ურთიერთობისა და სოციალური უნარების განვითარებას. ისინი ჟესტიკულაციითა და ღუღუნით ამყარებენ კომუნიკაციას, უყალიბდებათ გუნდური მუშაობის უნარი, ხშირად ლიდერობაც. დიახ დიახ, ეს უნარები ბავშვში 1 წლის ასაკიდან იწყებს ჩამოყალიბებას. თუ არ მოხვდით აუზზე და თან არ გაქვს წაღებული ბავშვისთვის გამოსაცვლელი ტანსაცმელი ამ პრობლემას წყალგაუმტარი ტრუსი პამპერსი გამოასწორებს. - ამიტომ გაითვალისწინეთ აუცილებლად ატარეთ ის თქვენთან ერთად.

თქვენ ალბათ დაგებადათ კითხვა, რა არის ტრუსი პამპერსი?

 

აუზის პამპერსი

 

მრავალჯერადი ტრუსი  არის თანამედროვე ტექნოლოგიით შემუშავებული პამერსი, რომელიც აერთიანებს კომფორტს, ეკონომიას და თავისუფლებას ერთ საფენში. მრავალჯერადი ტრუსი პამპერსი შეიწოვს ყველანაირ სისველეს და დედიკოებისთვის ძალიან მოსახერხებელია. მისი გამოყენება მრავალჯერ შეგიძლიათ.

ძირითადად მრავალჯერადი ტრუსი პამპერსები მზადდება ბამბის ქსოვილით. ცნობილია, ბამბის ქსოვილი ჰაერგამტარია. მაშასადამე შანსი, რომ შეიძლება პატარას ყველაზე სათუთი ადგილების გაღიზიანება მოხდეს, ასეთი ტრუსების გამოყენებისას მინიმუმამდეა დაყვანილი.  ამიტომ შერჩევისას გაითვალისწინეთ რა ქსოვილი არის გამოყენებული პამპერსის შექმნისას.

მნიშვნელოვანია შეარჩიოთ სწორი ზომა და სტილი, რათა არ მოხდეს სითხის გამოჟონვა საფენიდან. პატარას საფენი მჭიდროდ უნდა ჰქონდეს, სწორედ ეს განსაზღვრავს მრავალჯერადი გამოყენების ტრუსის ეფექტურობას. აღსანიშნავია, რომ ასეთი ტრუსები რეგულირებადია და ბავშვის ზრდასთან ერთად შესაძლოა კვლავ მათი გამოყენება.

აღსანიშნავია რომ იგი არ არის ტრადიციული პამპერსისი შემცვლელი, ძირითადად გამოიყენება, ჩამნაცვლებლად, აუზებზე, პლიაჟზე, ბუნებაში გასეირნების დროს.

მრავალჯერადი ტრუსი და ასევე საფენი იდეალური გამოსავალია, თქვენი შვილის ტრადიციული პამპერსის გადაჩვევის პროცესისთვის. იგი ძალიან მარტივად ირეცხება, და ასევე შრება უმოკლეს დროში. მაშასადამე,  შეგიძლიათ გარეცხოთ, გააშროთ,  და გამოყენოთ ისევ და ისევ.

ჩვენ გთავაზობთ ასევე ეკონომ შეფუთვას, სადაც შედის 2 პამპერსი, 2 საფენი და ნაჭრის წყალგაუმტარი ჩანთა სათავსო. რომელსაც ძალიან აქტიურად გამოიყენებთ.

 

2) წყალთან მუდმივი ურთიერთობა აყალიბებს და აუმჯობესებს პატარას გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას: ცურვა და სხვა წყლის აქტივობები შესანიშნავია გულისა და ფილტვებისთვის. ისინი ხელს უწყობენ სისხლის ნაკადის გაზრდას და ჟანგბადის ათვისებას, რაც იწვევს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. იმისათვის, რომ თქვენი პატარები წყალში არ გადაიღალონ შეგიძლიათ გამოიყენოთ კისრის კამერა. ეს იდეალური იქნება თქვენი ბავშვის უსაფრთხოებისთვის და წყალთან სიახლოვისთვის.

 

ბავშვის-კისრის-კამერა

 

3) წყალთან კონტაქტი პატარა ასაკიდანვე აუმჯობესებს თავდაჯერებულობას:ცურვის სწავლამ და წყალში კომფორტულად ყოფნამ შეიძლება გაზარდოს ბავშვის თავდაჯერებულობა და თვითშეფასება. წყალში თამაშისას თქვენი პატარები უმკლავდებიან ახალ გამოწვევებს, შეგრძნებებსა და ემოციებს. ამისათვის აუცილებელია წყალში გამიყენოთ დამხმარე წყლის კამერა, სახალისო დიზაინით. ყოველი ახალი თავგადასავალი მათ პატარ-პატარა წარმატებაზე მოქმედებს, გაზრდილ თვალსაწიერსა და თავდაჯერებულობაზე. 

 

წყლის კამერა

 

4) წყალი ხელს უწყობს ბავშვის ფიზიკურ აქტივობას: აქტივობები, მაგალითად ცურვა შეიძლება დაეხმარება თქვენს შვილს განივითაროს მოტორული უნარები, როგორიცაა წონასწორობა და კოორდინაცია . იმისათვის, რომ ბავშვისთვის სახალისო იყოს წყალში დროის გატარება, ჩვენი წყლის სათამაშო თევზი დაგეხმარებათ. ის არა მარტო გაერთობა, არამედ თავიდანვე დაიწყებს წყლის სამყაროს შეცნობას და მათ ბინადრებთან ერთად ცურვას.

წყალში სათამაშო თევზი

 

5) საინტერესო ფაქტია, რომ წყალთან კონტაქტი ამცირებს სტრესს: წყალს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი სხეულზე და შეუძლია დაეხმაროს სტრესისა და შფოთვის შემცირებას როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში. ჰო , რადგან მოზრდილებიც ვახსენეთ, დედიკოების წყალგაუმტარი ჩანთაც გვაქვს, თან ძალიან ლამაზი. სწორედ ამ ჩანთაში შეგიძლიათ მოათავსოთ წყალგაუმტარი საფენი, სათამაშო თევზი და კამერები.

დედის ჩანთა

 

6) არა მხოლოდ მოტორულ განვითარებას უწყობს წყალი ხელს, არამედ აძლიერებს სენსორულ შეგრძნებებსაც: კანზე წყლის შეგრძნება, შხეფების ხმა არის სტიმული, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის სენსორული განვითარების გაუმჯობესებას, აუცილებელია აუზსა თუ ზღვაში გამოიყენოთ დამხმარე კამერა რგოლი.

 

7) წყალში თამაში გააუმჯობესებს თქვენი შვილის ძილს: წყალში ფიზიკური აქტივობა ასევე შეიძლება დაეხმაროს ბავშვის ძილის ხარისხის გაუმჯობესებას, რაც გამოიწვევს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებას. თუ თქვენი შვილი ჭირვეულობს და არ იძინებს, იქნებ გეცადათ მათი გასაბერ აბაზანაში ნებივრობა, ამისთვის ასევე დაგჭირდებათ წყლის ტერმპერატურის გაზომვა, ტერმპერატურის საზომით. აბაზანის შემდეგ ისინი ტკბილად და მშვიდად დაიძინებენ.

წყლის თერმომეტრი

 

8) წყალთან ურთიერთობა გააუმჯობესებს თქვენი პატარას მადას: დედიკოებო გაითვალისწინეთ - თუ ბავშვი რეგულარულად თამაშობს წყალში, ცურავს და ერთობა მათ აუცილებლად გაუუმჯობესდებათ მადა.

 

9) წყლის აქტივობას შეუძლია ხელი შეუწყოს ტვინის განვითარებას: კვლევებმა აჩვენა, რომ წყლის აქტივობებს, ცურვა, თამაში დადებით გავლენას ახდენს ტვინის ფუნქციონირების გასაუბრებაზევე. წყალი განავითარებს თქვენი პატარას კოგნიტურ ფუნქციებსა და სამომავლოდ დასწავლის შესაძლებლობას.

 

10) წყალი, ხომ გართობის საუკეთესო საშუალებაა: სათამაშოებით სავსე გასაბერი აუზი იდეალური გარემოა ბავშვის გასართობად. წყალი ბავშვებს უსასრულო შესაძლებლობებს სთავაზობს. სწორ ნივთებს თუ შეარჩევთ და სანაპიროზე წასვლას მათთან ერთად გადაწყვეტთ, თქვენც და ბავშვიც დიდი სიამოვნებას მიიღებთ.

გასაბერი აუზი

 

ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როდესაც გექნებათ შესაძლებლობა, წაიყვანოთ თქვენი შვილი აუზზე ან სანაპიროზე, მოიმარჯვეთ წყალგაუმტარი ჩანთა, ჩააწყვეთ მასში წყლის სათამაშოები, კისრის კამერა, მრავალჯერადი ტრუსები საფენებით და ისიამოვნეთ ყველა იმ უპირატესობით, რასაც წყალი გთავაზობთ!