ჩვენი პროდუქციის დაბრუნებისა და შეცვლის პოლიტიკა

1. პროდუქტის დაბრუნება/შეცვლა

ა) უბრალოდ გადაიფიქრეთ შეძენა

დაბრუნება/შეცვლა შესაძლებელია 14 კალენდრული დღის განმავლობაში.

პირობა არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე:

• პროდუქტის ღირებულება არ აღემატება 30 ლარს;
• მომხმარებლის მიერ დარღვეულია პროდუქტის შეფუთვის მთლიანობა (ყუთი, პარკი, ლუქი);
• ჰიგიენური ხასიათის პროდუქტები (ტრუსი, ლიფი, პამპერსი და სხვა);
• შეძენილი პროდუქტი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;
• პროდუქტი ჰერმეტულად დაცული საქონელია, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და ამდენად პროდუქტის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;
• პროდუქტზე აღინიშნება გამოყენების კვალი;
• პროდუქტს არ ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი.

ბ) MYWISH-ის მიერ დანაპირები ვერ/არ შესრულდა

• პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებგვერდზე განთავსებულ მახასიათებლებს;
• პროდუქტი დაზიანებულია;

გ) პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი

თუ პროდუქტზე შესამჩნევი იქნება რაიმე სახის დაზიანება, უფლებას ვიტოვებთ, უარი გითხრათ პროდუქტის დაბრუნებასა თუ გადაცვლაზე, ან 5 დღის განმავლობაში ჩავატაროთ მოკვლევა და დიაგნოსტიკა აღნიშნულის დადასტურების მიზნით.

2. რამდენ დღეში შემიძლია ნივთის დაბრუნება?

პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, საჭიროა პროდუქტის მიღებიდან 14 დღის განმავლობაში დააფიქსიროთ მოთხოვნა.

3. რა პროცედურა უნდა დავიცვა თანხის ანაზღაურებისთვის?

თუ გსურთ პროდუქტის დაბრუნება, საჭიროა პროდუქტს ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში. საგარანტიო ფურცელი, ტექნიკური პასპორტი, ნივთზე თანმხლები სხვა დოკუმენტები, ნივთის დაუზიანებელი ყუთი, აქსესუარები და სხვა. 

ქარხნული წუნის 14 დღის შემდგომ აღმოჩენის შემთხვევაში, უნდა მიმართოთ პირდაპირ შესაბამის სერვის ცენტრს, რომელიც აღნიშნულია საგარანტიო დოკუმენტში.

      4. როგორ მოხდება თანხის ანაზღაურება?

      MYWISH.GE დასაბრუნებელი ნივთის ოფისში მიღების შემდეგ, 5 დღის განმავლობაში, შეგატყობინებთ გადაწყვეტილებას პროდუქტის ანაზღაურება/უკან დაბრუნების სტატუსის შესახებ.

      ქარხნული წუნის შემთხვევაში, თანხის უკან დაბრუნების ან ნივთის ჩანაცვლების შესახებ გადაწყვეტილებას გაიგებთ ამავე პერიოდში.

      დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თანხის ანაზღაურება მოხდება შეტყობინების მიღებიდან მაქსიმუმ 10 სამუშაო დღეში.

      უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ნივთი დაგიბრუნდებათ უკან.

      5. ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულების ანაზღაურების წესი

      MYWISH.GE მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნებისას აანაზღაურებს ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას იმ შემთხვევაში თუ დაკმაყოფილდა ნივთის შეცვლის ან დაბრუნების მოთხოვნა.