add wishlist add wishlist show wishlist add compare add compare show compare preloader

შეძენის უამრავი მეთოდი. მოგაწვდით ყველგან 🤍

რა განსხვავებაა მწვანე ნეფიტის ქვასა და ვარდისფერი კვარცის ქვას შორის?

რა განსხვავებაა მწვანე ნეფიტის ქვასა და ვარდისფერი კვარცის ქვას შორის?

ყველა თანამედროვე ქალი იყენებს ჯეიდ იგივე ნეფრიტის ქვის ან ვარდისფერი კვარცის როლერს.  ბლოგერები, ინფლუენსერები და ცნობილი სახეები ბევრს წერენ სახის მოვლის ამ უებარი საშუალების შესახებ და ის მართლაც ბოლო დროის წამყვანი კოსმეტიკური ტრენდია. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვეობის აქტუალური თავის მოვლის საშუალებად იქცა, ახალი სულაც არ არის.  იგი ძალიან აქტიურად გამოიყენებოდა ძველ ჩინეთში, როგორც სახის მოვლის ან სამკურნალო საშუალება. წარმოადგენდა დახვეწილობისა და სილამაზის შენარჩუნების სიმბოლოს. ვარდისფერი კვარცი აღიარებული იყო სიყვარულის ქვად, სტრესისა და ნაოჭებისგან გათავისუფლების საშუალებად. ცნობილია, რომ ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში ვარდისფერი კვარცი წარმოადგენდა დედოფალ კლეოპატრას სილამაზის საიდუმლოს.

 

კონკრეტული ღირებულება აქვს კვარცს, როგორც სახის როლერს?

 

 

  • ამკვრივებს სახის კუნთებს;
  • აუმჯობესებს სახის მოვლის საშუალებების შეწოვას;
  • ახდენს ლიმფო დრენაჟის სტიმულირებას;
  • ებრძვის შესიებასა და ნაოჭებს;
  • აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას;
  • ახდენს სახის სტრუქტურის კონტურინგს;
  • ავიწროებს ფორებს.

მაგრამ ყველა როლერი ერთნაირი არ არის. მათ შორის არსებობს განსხვავებაც. ყველაზე გავრცელებულ ვარდისფერი კვარცისა და ჯეიდ (ნეფრიტის) როლერს შორის განსხვავება მათ ფუნქციებშია.

ვარდისფერი კვარცის როლერისგან განსხვავებით ჯეიდ როლერს უფრო შეზღუდული ბენეფიტები აქვს, როგორიცაა:  ლიმფო დრენაჟის სტიმულირება; კანის გამკვრივება; შესიების გაქრობა; თავსებადობა ყველა ტიპის კანის მიმართ.

 

ფერების ვარიაცია

ნამდვილ ვარდისფერ კვარცს სხვადასხვა ელფერი დაკრავს. ყოველი მათგანი უნიკალურია. თუ მაღაზიაში ერთანეთის იდენტურ ინსტრუმენტებს წააწყდებით ეს იმაზე მიუთითებს, რომ ისინი იწარმოებოდა სერიულად, არსებობს კვარცის მუქი და ღია ვარიანტები, ეს დამოკიდებულია თუ რომელ ქვეყანაში, რა ადგილას არის ქვა მოპოვებული, ეს ქვები მოიპოვება როგორც ინდოეთში ასევე ჩინეთსა და სხვა აზიურ ქვეყნებში.

ნეფრიტის ქვასაც ასევე აქვს ფერთა გრადაციები, ტონებს შორის განსხვავებები, არსებობს ქსიუანის ნეფრიტი რომელიც მოიპოვება ჩინეთში და არის ძალიან ძლიერი ქვის ნაირსახეობა, მას როგორც სპირიტულური დატვირთვა ასევე გამძლების კუთხით ძალიან მაღალი ხარისხსი აქვს, მას ღია მწვანე ფერი დაჰკრავს და შედარებით მსუბუქი ტექსტური არის.

როლერის და გუაშას ზომა

არ დაზოგოთ თანხა და ნუ შეიძენთ კომპაქტურ როლერს. იდეალური შედეგის მისაღწევად კარგია, თუ საშუალო ზომის როლერს გამოიყენებთ. კომპაქტურს კი თვალის არეალისთვის გამოიყენებთ.

 

ზოგადი მახასიათებლები ნეფრიტის ჯეიდ როლერზე:

 

  • წარმოადგენს წარმატების მომტან ქვას;
  • აქვს ნახევრად გახსნილი ფორები, რის გამოც იწოვს სახის მოვლის პროდუქტებს.
  • ადაპტირებადია ტემპერატურასთან და გამოყენებისას თბება.

 

ზოგადი მახასიათებლები კვარცის ვარდისფერ როლერზე:

 

  • წარმოადგენს სიყვარულის ქვას;
  • მყარია და გამოყენებისას არ ცვდება;
  • აქვს დახურული ფორები და არ იწოვს სახის მოვლის პროდუქტებს, რის გამოც არის აბსოლუტურად უსაფრთხო;
  • არ რეაგირებს ტემპერატურის ცვალებადობაზე და გამოყენებისას არ თბება.

 

როლერის გამოყენების წესები:

 

კონტურინგი

გაიკეთეთ სახის ფორმის კონტურინგი როლერის საშუალებით შემდეგი მოძრაობით: დაფარეთ კანი ნიკაპის ხაზიდან ღაწვებამდე, რათა ხელი შეუშალოთ ბუნებრივ გრავიტაციას და დააბრუნოთ კანის სითხე ჩვეულ ადგილზე.

თვალის პაჩების ნაცვლად

მცირე ზომის როლერის გამოყენება შეგიძლიათ თვალებზე, პაჩების ნაცვლად. ის ხსნის შესიებას და აახალგაზრდავებს კანს თვალის გარშემო. როლერი გადაიტანეთ თვალის ქვედა არეალსა და მის გარშემო და მიყევით წარბქვეშა ძვალს.

დეკოლტე

გადაიტარეთ როლერი დეკოლტეს არეალზე, რათა გაგიქროთ ძილის დროს გაჩენილი ხაზები.

 

მასაჟის ინსტრუქცია:

 

  • დაფარეთ ყელს ქვედა არე ზედა და ქვედა მოძრაობებით.
  • გაიმეორეთ იგივე მოძრაობები ყელის არეში.
  • დაამუშავეთ ნიკაპის არეალი. ამ შემთხვევაში ვაკეთებთ წინ და უკან მოძრაობებს, რომელიც იწყება ნიკაპის ცენტრიდან და მიდის ყურის მიმართულებით.
  • სახის დანარჩენი ნაწილი დაამუშავეთ ვერტიკალური მოძრაობებით. დაიწყეთ სახის შუა ნაწილიდან და ადით საფეთქლებამდე.
  • თვალის გარშემო არეს უფრო მსუბუქი მოძრაობით ამასაჟებთ, ჰორიზონტალური მოძრაობებით საფეთქლების მიმართულებით.
  • რუტინა დაასრულეთ ცხვირზე განფენილი ჰორიზონტალური მოძრაობებით.
  • ხშირად როლერს მოყვება გუა შაც, ნატურალური ქვის ფირფიტა, რომლის გამოყენების დროსაც მიაღწევთ რელაქსაციისა და სიმსუბუქის მომადუნებელ ეფექტს.

ოპტიმალური შედეგის მისაღწევად კარგი იქნება თუ რიტუალს ყოველდღიურად ან კვირაში სამჯერ მაინც გაიმეორებთ. რაც, შეეხება რეკომენდირებულ დროს, უკეთესი იქნება თუ პროცედურას დილის საათებში ჩაიტარებთ. ამგვარად სახიდან შესიებასაც განდევნით, განსაკუთრებით თვალის არედან.

 

რა განსხვავებაა როლერსა და გუაშას შორის

ძირითადი განსხვავება როლერსა და გუაშას შორის მათ ფუნქციებშია. პირველი მათგანი გამოიყენება ლიმფოდრენაჟისთვის. მეორე კი ბოჭკოვანი ქსოვილის მოსადუნებლად.

ეს პროცესი განიჭებთ წარმოუდგენელი რელაქსაციის შეგრძნებას. იდეალურია ყელისა და კისრის არეალში დაძაბულობის მოსახსნელად. გუაშას გადატარებით თქვენ ქმნით სისხლის წნევას, რომელიც აწვება ბოჭკოვან ქსოვილს, რაც ხსნის დაძაბულობას. სისხლის ცირკულაციის გაუმჯობესების გამო კი ფერხდება ნაოჭების გაჩენის პროცესი.

 

როგორ გამოვიყენოთ გუაშა

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ გუაშა გამოიყენება სახესა და მის მიდამოებში დაძაბულობის მოხასნელად და სარელაქსაციოდ.   ბაზარზე მას ნახავთ სხვადასხვა განსხვავებული ფორმით.  ისევე, როგორც როლერი, ისიც სხვადასხვა სახის ქვისგან მზადდება.

გუაშას გამოყენებისას რეკომენდირებულია სახე იყოს კარგად დატენიანებული. უკეთესია, თუ თქვენს რომელიმე საყვარელ ზეთს გამოიყენებთ, რათა ქვამ ელასტიურად და დისკომფორტის შექმნის გარეშე იმოძრაოს.

გუაშას გამოყენებით მასაჟის გაკეთებისას მოძრაობას ვიწყებთ ყელიდან და მივყვებით იგივე რიგითობას, რასაც ვაკეთებდით როლერის საშუალებით სახის დამუშავების დროს. თუმცა აქ მოძრაობები განსხვავებულია. გირჩევთ ინსტრუმენტი ამოძრაოთ ჯვარედინი მოძრაობით. ტუჩების მიდამოებში კი ზიგზაგის პრინციპით.

გუაშას ვიყენებთ კისრის და მხრების დამუშავებისთვისაც. პროცესში აღმოაჩენთ, რომ ის შესანიშნავად ხსნის დაძაბულობას და გეხმარებათ მოდუნებაში. ამ მიდამოების დამასაჟების დროს არ გჭირდებათ რაიმე კონკრეტული წესის დაცვა. უბრალოდ მოდუნდით და მაქსიმალურად შეიგრძენით ინსტრუმენტის ეფექტი.

შეარჩიეთ ჩვენთან ყველაზე სასურველი სახის მასაჟორი და გუაშა.