add wishlist add wishlist show wishlist add compare add compare show compare preloader

💗 მოგაწვდით მთელ საქართველოში!

როგორ მოვამზადოთ პატარები ზაფხულის ცხელი დღეებისთვის

როგორ მოვამზადოთ პატარები ზაფხულის ცხელი დღეებისთვის

ზაფხული ბავშვების საყვარელი სეზონია, რომელიც დასვენებასთან, მხიარულებასთან და ათას გასართობთან ასოცირდება. ალბათ ყველას გვახსენდება ის უდარდელი დრო, როცა ზაფხულის არდადეგები იწყებოდა და სამი თვით გადავეშვებოდით ახალ თავგადასავლებში და თავდავიწყებაში.

ზაფხული ეს არის ქალაქ გარეთ აგარაკზე დასვენების, ახალი თამაშების, ზღვაზე და აუზზე ჭყუმპალაობის დრო. მზე რომ დააცხუნებს და ტემპერატურა პიკს მიაღწევს, აუზში გაგრილებას რომ არაფერი სჯობს, ეს უფროსებსაც კარგად მოგვეხსენება. 

 


თუმცა სიცხე დისკომფორტთანაც ასოცირდება. ის ბავშვისთვის ჭირვეულობისა და შფოთვის მიზეზი შეიძლება გახდეს. გაუჭირდეს დაძინება, უარი გვითხრას ჭამაზე და შეეცვალოს ხასიათი. სწორედ ამიტომ ვცდილობთ მშობლები, მათ განსაკუთრებული კომფორტი შევუქმნათ და ცხელი სეზონისგან მხოლოდ საუკეთესო შთაბეჭდილებები და ბედნიერი მომენტები დავუტოვოთ.

ქალაქგარეთ გაყვანა და ჰაერის გამოცვლა ნამდვილად არის გამოსავალი. აქ კი პატარებისთვის მხიარულ გართობას და სრულყოფილ დასვენებას აუზზე, მდინარესა თუ ზღვაზე ბანაობით უზუნველვყოფთ. თუ არც მდინარეა ახლოს, ზღვაზე წასვლაც ადრეა და არც აუზი გვაქვს სახლში, საუკეთესო გამოსავალი გასაბერი აუზია, რომელშიც ჩვენი პატარა მხიარულად იჭყუმპალავებს. აქ მას გართობაში სხვადასხვა ტიპის სათამაშოც დაეხმარება, რათა თავის პატარა მინი ოაზისში მხიარული განწყობა შეექმნას.

უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლად ცურვისთვის კი გასაბერ კამერებსაც მოვიმარაგებთ. სანამ ჩვენი პატარა უდარდელად გაერთობა ჩვენც მშვიდად ვიქნებით.

მოცემულ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ტოპ პროდუქტებს, რომლებიც აუცილებლად უნდა ვიქონიოთ ზაფხულში, თუ 0 თვიდან 10 წლამდე ბავშვი გვყავს სახლში და ვგეგმავთ მას დაუვიწყარი არდადეგები ვაჩუქოთ.


1. ჩვილის კისრის კამერა
პატარას ზაფხულში გასაგრილებლად განსაკუთრებით აქტუალურია წყალში ჭყუმპალაობა. ბავშვი ხშირად მიგვყავს ზღვაზე და ვაბანავებთ აუზში. იმისთვის, რომ პატარა უსაფრთხოდ და კომფორტულად გრძნობდეს თავს, აუცილებლად უნდა ვიქონიოთ ჩვილის კისრის კამერა, რომელიც გააჩერებს წყლის ზედაპირზე და საშუალებას მისცემს უდარდელად იჭყუმპალაოს ისე, რომ ხელებიც თავისუფალი ჰქონდეს. კამერა 0-24 თვემდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. მორგებულია მათი სხეულსა და წონას.


2. საბავშვო კამერა სპაიდერმენი
თუ ფიქრობთ, რომ კისრის კამერა თქვენთვის არ არის მოსახერხებელი და გყავთ მოზრდილი ბიჭუნა რომლის ზღვაზე წაყვანასაც გეგმავთ, გთავაზობთ ჩვეულებრივ გასაბერ კამერას, რომელზე დახატული სპაიდერმენის პრინტიც მას განსაკუთრებით მოეწონება. კამერა განკუთვნილია 2 წელს გადაცილებული ბავშვებისთვის, განსაკუთრებით კი სპაიდერმენის პატარა ფანებისთვის.


3. ფერადი საბავშვო კამერა
კამერა გოგონებისთვისაც გვაქვს. ფერადი, ლამაზი პრინტით, ისეთი, რომლითაც ნამდვილად დარჩება მოხიბლული და ზღვაზე ცურვაც სასიამოვნო მოლოდინად გადაექცევა. ფერადი საბავშვო კამერა განკუთვნილია 3 წელს გადაცილებული ბავშვებისთვის და მოცემულია ოთხი სხვადასხვა პრინტის მქონე დიზაინში.


4. საბავშვო აუზი
სანამ ზღვაზე წახვალთ გაგრილებისა და მხიარულად თამაშის საუკეთესო საშუალება საბავშვო აუზია. თუ თქვენი პატარა უკვე ორი წლისაა, თავისუფლად შეგიძლიათ შეიძინოთ და იქონიოთ როგორც სახლში, ისე ეზოში. საბავშვო აუზი მსუბუქია და სულ რაღაც 100 გრამს იწონის. ზომები კი შეადგენს 64 X 25 X 20 სანტიმეტრს.


5. წყალში სათამაშო თევზი
თუ თქვენს ბავშვს ბანაობა არ უყვარს, ე.ი. სჭირდება საინტერესო გასართობი იმისთვის, რომ აბაზანაში თუ აუზზე თავი კომფორტულად იგრძნოს და პროცესი მისთვის სახალისო გართობად იქცეს. სწორედ ამისთვის არსებობს წყალში სათამაშო თევზი, მოძრავი ფრთებით, რომელიც ბავშვს ბანაობის პროცესს უხალისებს და ჭყუმპალაობა ზედმეტი ტირილისა და განცდების გარეშე მიდის.


6. საბავშვო შხაპი
თქვენი პატარას აუზთან განსაკუთრებულად მხიარულ გარემოს შექმნით, თუ საბავშვო შხაპსაც შეიძინეთ, მხიარული სპილოს გამოსახულებით, რომლის გამოყენებაც სხვა სეზონებზეც, რიგითი ბანაობისას შეგიძლიათ. საბავშვო შხაპს აქვს მხიარული სპილოს ფორმა. წყალი კი ორი მხრიდან გამოსული ტელეფონიდან გადმოდის. საბავშვო შხაპი ნამდვილად გაამხიარულებს თქვენს პატარას და გაუმარტივებს წყალთან შეგუების პროცესს.


7. წყლის ქუდი
თუ თქვენს ბავშვს ძალიან არ უყვარს, როცა თვალებში წყალი ჩასდის და ეს ხშირად ხდება ბანაობისას მისი ჭირვეულობის მიზეზი, შეიძინეთ მისთვის წყლის ქუდი. ეს მას აბაზანაშიც დაიცავს, აუზზეც და ზღვაზეც. განსაკუთრებით მოსახერხებელია აბაზანაში. სეგვიძლია ქუდი დავუმაგროთ შუბლზე და თავი ისე დავბანოთ, რომ თვალებში საპონი არ ჩაუვიდეს. განკუთვნილია 0-6 წლამდე პატარებისთვის. ზომა კი მარეგულირებელი ღილაკებით შეგიძლიათ განუსაზღვროთ.


8. წყლის თერმომეტრი
ბავშვისთვის გამაგრილებელი ოაზისის მოწყობა კარგია, მაგრამ არ გამოგვრჩეს მხედველობიდან წყლის ტემპერატურის კონტროლი. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ პატარები უფრო ადვილად ცივდებიან, ვიდრე მოზრდილები. ამიტომაც იქონიეთ წყლის თერმომეტრი, რომელიც ზაფხულშიც დაგეხმარებათ და სხვა სეზონებზეც სტანდარტული ბანაობისას წყლის ტემპერატურის კონტროლისთვის.