15 აუცილებელი ნივთი, რაც 1 წლამდე ბავშვების დედებს უნდა ჰქონდეთ
ბავშვები, განსაკუთრებით 1 წლამდე ჩვილები საჭიროებენ გამორჩეულ მოვლასა და ზრუნვას. შესაბამისად, აუცილებელია მოვიმარაგოთ ისეთი ნივთები და საბავშვო აქსესუარები, რომლებიც ჩვენი და ჩვენი პატარას ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად გაამარტივებს.
ქვემოთ ჩამოთვლილია 15 ყველაზე საჭირო ნივთი, რომელიც 1 წლამდე ბავშვების დედებს აუცილებლად უნდა ჰქონდეს:
1. ბალიში ბავშვის კვებისთვის - ჩვეულებრივი ბალიშებისგან განსხვავებით, ბოთლით და ძუძუთი კვებისთვის განკუთვნილი სპეციალური ბალიშები, ერგება პატარას სხეულს და ამავდროულად, კვების პროცესში, დედებს იცავს მხრებისა და კისრის ტკივილისგან.
2. დასაფენი პამპერსის გამოსაცვლელად - კომპაქტური გამოსაცვლელი დაფები, დედის ჩანთით აუცილებლად სატარებელი ნივთია. ის არის პორტატული, კომფორტული და იდეალური ყველა ადგილისა და სიტუაციისთვის. იკეცება კომპაქტურად და განსაკუთრებულად მოსახერხებელია მოგზაურობის, ქალაქგარეთ დასვენების დროს და სხვადასხვა დაწესებულებაში სტუმრობისას.
3. დედის ჩანთა - თუ ბავშთან ერთად გიწევთ სახლიდან გასვლა, დედებმა კარგად იციან, თან რამდენი ნივთის წაღებაა საჭირო. ჩვეულებრივი ჩანთები, კი საბავშვო ნივთების ორგანიზების საშუალებას არ იძლევა და საჭირო დროს, სასურველი ნივთის ძებნაში შეიძლება საკმაო დროც დაკარგოთ.ამისათვის აუცილებელია გქონდეთ სპეციალური ჩანთები დედებისთვის, რომელიც მარტივად არის მისადგომი და ნივთების დახარისხების, ერთმანეთისაგან გამოყოფისა და სისველისაგან დაცვის საშუალებას იძლევა.
4. ბიუსტჰალტერი მეძუძური დედებისთვის - ბავშვის გაჩენის შემდეგ მკერდის ზომა მნიშვნელოვნად იზრდება, ამიტომ აუცილებელია გქონდეთ სპეციალური ლიფი, რომელიც ჩვილის კვების პროცესში სრულად მოერგება თქვენს საჭიროებებს.
5. საფენები მკერდისთვის - ძუძუთი კვების შემთხვევაში, გამონაჟონი ბუნებრივი მომენტია. იმისათვის, რომ თქვენი მაისური არ დასველდეს, შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური საფენები, რომელიც ბიუსტჰალტერში ჩაფენის შემდეგ, მთელი დღის განმავლობაში მაისურის სიმშრალეს უზრუნველყოფს.
6. რძის სატუმბი - ძუძუდან რძის სატუმბი არის მექანიკური და ელექტრონული. იმ შემთხვევაში თუ სახლიდან გასვლა გიწევთ, შეგიძლიათ ამოტუმბოთ რძე და შეინახოთ.
7. საბავშვო აბაზანა - სპეციალური გასაბერი აბაზანები იდეალურია ჩვილის დასაბანად. მას ამზადებენ უნიკალური მასალით და ხშირ შემთხვევაში აქვს გაწყობილი ბალიშები, რომელიც არ სრიალებს და უზრუნველყოფს პატარას უსაფრთხო დაბანას.
8. საპონი და შამპუნი - აუცილებელია შეიძინოთ ისეთი ფორმულით დამზადებული საპონი და შამპუნი, რომელიც არ აშორობს და აღიზიანებს კანს და არ იწვევს ცრემლდენას.
9. წყლის თერმომეტრი - იდეალური აბაზანის სწორი ტემპერატურის შესარჩევად. რეკომენდებულია, წყალი გააცხელოთ 36-38 გრადუსამდე, რადგან სწორედ ეს ტემპერატურა შეესაბამება ბავშვის სხეულის ტემპერატურას.
10. სანიტარული ჩანთა - შეგიძლიათ შეიძინოთ ან თავად დააკომპლექტოთ სანიტარული ჩანთა, სადაც შეინახავთ ისეთ ნივთებს, როგორიცაა: თერმომეტრი, სტერილური ბინტი, მაკრატელი, პინცეტი, მზისგან დამცავი, მწერებისგან დამცავი და ა.შ.
11. დამცავები - როდესაც პატარა იწყებს ხოხვასა და ფეხის ადგმას, მას უჭირს წონასწორობის შენარჩუნება, ამიტომ აუცილებელია სახლის „საშიში“ ადგილებისგან დავიცვათ პატარა. ამისათვის შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური კუთხის დამცავები, კარადების ჩამკეტები, ჩამრთველის დამცავები და ა.შ
12. კენგურუ - ეს ნივთი კომფორტულია როგორც ყოველდღიური მოხმარებისათვის სახლსა თუ ქუჩაში, ისე – მოგზაურობისა და ლაშქრობებისთვისაც. ირეცხება მარტივად და იკეცება კომპაქტურად.
13. ბავშვის სატარებელი ქამარი - იდეალურია ფეხის ადგმის პირველივე წამიდან იმისათვის, რომ თქვენი პატარა დამოუკიდებლად სიარულს უფრო სწრაფად მიეჩვიოს და, თქვენი დახმარებით, ბალანსი მარტივად შეინარჩუნოს. ამ ტიპის ქამარები იდეალურად არის მორგებული ბავშვის წელსა და მხრებზე.
14. ბავშვის სავარძელი (ქარსითი) - იმ შემთხვევაში თუ გიწევთ საკუთარი ავტომობილით გადაადგილება, აუცილებელია გქონდეთ ბავშვის სპეციალური შეზლონგი, რომელიც მაგრდება ავტომობილის სავარძლებზე და უზრუნველყოფს ჩვილის უსაფრთხო გადაადგილებას.
15. საბავშვო ეტლი - ეტლი დედების საუკეთესო პარტნიორია, როგორც სახლის პირობებში, ასევე გარეთ გასეირნებისას. საბავშვო ეტლში ბავშვებიც კომფორტულად გრძნობენ თავს და დედებისთვისაც მარტივია გადაადგილება.