add wishlist add wishlist show wishlist add compare add compare show compare preloader

💗 მოგაწვდით მთელ საქართველოში!

12 ყველაზე საჭირო რამ, რაც ყველა ორსულს უნდა ჰქონდეს

12 ყველაზე საჭირო რამ, რაც ყველა ორსულს უნდა ჰქონდეს

ორსულობისას ქალებს უამრავი საჭიროება აქვთ, განსაკუთრებით ბოლო კვირებია ყველაზე რთული, ამიტომ უნდა მოვიმარაგოთ ყველა საჭირო ნივთი, რათა მაქსიმალურად კომფორტულად ვიგრძნოთ თავი.

 

ტანსაცმელი

ორსულობისას ქალის სხეული დიდ ცვლილებებს განიცდის, ამიტომ ის ტანსაცმელი, რასაც ორსულობამდე იცვამდით ამ პერიოდში გამოუყენებელი ხდება და საჭიროა სპეციალური საორსულე ტანსაცმლის შეძენა, რომელიც შეკერილია ნატურალური ქსოვილებისგან. ეცადეთ შეარჩიოთ თავისუფალი და მოსახერხებელი ტანსაცმელი. 

1. საორსულე ჯინსი ელასტიური სათავით – ასეთი ტიპის ჯინსებს ელასტიური სათავე აქვთ და მუცლის ზრდისას მოსახერხებელია მათი გამოყენება. მსგავსი ტიპის შარვლის ტარების საჭიროება დგება მეორე ტრიმესტრიდან, შესაძლოა უფრო ადრეც. მანამდე შეგიძლიათ იხმაროთ შარვლის სათავის სპეციალური მომჭერები (გამაფართოებლები);

2. მოსახერხებელი ლიფი – ბამბის რბილი ქსოვილისგან დამზადებული და მეტალის რგოლების გარეშე. ამ დროს თქვენი მკერდი მეტისმეტად მგრძნობიარე ხდება ჰორმონების ზემოქმედებით, ამიტომაც აუცილებელია, რომ მოსახერხებელი თეთრეული ატაროთ. მიაქციეთ ყურადღება, რომ შერჩეული ლიფი მკედს კარგად გიჭერდეთ და სისხლის მიმოქცევას არ ზღუდავდეს;

3. ქვედა საცვლები – ეცადეთ შეარჩიოთ ასევე კომფორტული, ბამბის ქსოვილისგან დამზადებული საორსულე ტრუსი. უპირატესობა მიანიჭეთ “ტრადიციული” ფორმის საცვლებს და საკმაოდ თავისუფალს, რომ არ მოგიჭიროთ;

4. საორსულე ზედები - ასეთი ტიპის ზედები მუცლის ადგილას შეკერილია ისე, რომ კარგად მოთავსდეს თქვენი გაზრდილი მუცელი. მესამე ტრიმესტრიდან დგება მათი საჭიროება;

5. დიდი ზომის ფეხსაცმელი დაბალ ქუსლზე - ორსულობისას ბოლო თვეებში ხშირია ფეხის შესიება. ასევე მიაქციეთ ყურადღება, რომ ფეხსაცმლის შესაკრავი იყოს მარტივი, რადგან დიდი მუცლით დახრა მათ შესაკრავად ძალიან გაგიჭირდებათ;

6. საორსულე ქამარი, იგივებანდაჟი - ბოლო თვეში, როდესაც თქვენი პატარა დამძიმდება და ქვემოთ დაიძვრება დაგაწვებათ მუცლის ქვედა ნაწილზე. ასეთი ბანდაჟი, მას ოდნავ ზემოთ წამოწევს და ამით დისკომფორტსა და ტკივილს შეგიმსუბუქებთ;

 

ჰიგიენისა და კოსმეტიკური საშუალებები

კოსმეტიკური საშუალებების შეძენისას გაითვალისწინეთ მათი შემადგენლობა. ეცადეთ რომ ბუნებრივი ნედლეულით დამზადებული საშუალებები გამოიყენოთ. 

7. სტრიების პრევენცი – ეს შესაძლოა იყოს დამატენიანებელი ლოსიონი, ზეთი ან სპეციალური საშუალება – უმჯობესია თუ მათ ორსულობის პირველივე დღიდან გამოიყენებთ მკერდის, მუცლის, დუნდულების, ბარძაყებისა და წელის კანის დასამუშავებლად;

8. სპეციალური დანიშნულების კბილის პასტა და რბილი ჯაგრისი – ორსულობის ჰორმონების ზემოქმედებით თქვენი ღრძილები მეტად მგრძნობიარე ხდება, შესაძლოა გინგივიტის (სისხმდენი ღძილები) განვითარება, რაც მომავალში პარადონტოზში შეიძლება გადაიზარდოს. ამიტომ კბილების მოვლას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ.

ამისათვის უმჯობესია სპეციალური (ანტიბაქტერიული) კბილის პასტის და რბილი ჯაგრისის გამოყენება. გაიარეთ სტომატოლოგთან კონსულტაცია, თუ რომელი კბილის პასტაა ორსულთათვის რეკომენდირებული;

9. ზეთი შორისის მასაჟისთვის თუ გადაწყვიტეთ, რომ მშობარობისთვის მასაჟით მოამზადოთ შორისის არე, ამისათვის სპეციალური ზეთი დაგჭირდებათ. მასაჟი მშობიარობამდე რამდენიმე კვირით ადრე უნდა დაიწყოთ;

 

მომსახურება, ლიტერატურა და აქსესუარები

10. საორსულე ბალიში - ეს მეტად მოსახერხებელი საშუალებაა, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში, როდესაც თქვენი მუცლის ზომა ბევრ უხერხულობას შეგიქმნით წოლის პროცესში;

 

11. ლიტერატურა - თქვენ მუდმივად დაგჭირდებათ სანდო და საიმედო ინფორმაცია ორსულობის და ბავშვების შესახებ. ამიტომ მოიძიეთ წიგნები და ინტერნეტ წყაროები;

12. აქტივობა - თუ გადაწყვეტთ, რომ ფიზიკური აქტივობით დაკავდეთ და თქვენი ექიმიც არ არის წინააღმდეგი, მაშინ საცურაო აუზით ან იოგით შეგიძლიათ დაკავდეთ;