add wishlist add wishlist show wishlist add compare add compare show compare preloader

შეძენის უამრავი მეთოდი. მოგაწვდით ყველგან 🤍

ჩვილის კვება - როგორ ვაჭამოთ ბავშვს სწორად?

ჩვილის კვება - როგორ ვაჭამოთ ბავშვს სწორად?

ერთ წლამდე პატარასთვის კვება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც დედის სიყვარული. პრინციპში, ამ ასაკში კვება და დედა ბავშვისთვის ერთმანეთთან ასოცირდება და ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია. ამიტომ კვების წესების გარდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბავშვს სიყვარულითა და მოთმინებით ვაჭამოთ, ამაზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენად ჩამოუყალიბდება პატარას  უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდა.

ახლა კი გადავიდეთ კვების წესებზე და დავიწყოთ მთავარი კითხვით: ვაჭამოთ პატარას მოთხოვნის მიხედვით, თუ რეჟიმის დაცვით.

თუ ბავშვს მისი მოთხოვნის შესაბამისად აჭმევთ, მზად უნდა იყოთ მისი კაპრიზებისთვის. რადგან თუ ერთ მომენტში ჭამა მოითხოვა, 2 კოვზის შემდეგ შეიძლება გადაიფიქროს და ასე განმეორდეს ყოველ ნახევარ საათში. ამიტომ აუცილებელია ვკვებოთ რეჟიმის დაცვით, ოღონდ ეს რეჟიმი უნდა იყოს მორგებული ბავშვზე ინდივიდუალურად. ის გამოიმუშავებს ჩვევას, რომ ჭამოს განსაზღვრულ დროს, რაც კარგ ჭამის მადასაც გამოუმუშავებს.

ჩვილის კვება

ბავშვის კვების გეგმის შესადგენად გაითვალისწინეთ:

ახალშობილი ჭამს სამ საათში ერთხელ და ყოველდღიურად ეს უნდა განმეორდეს ერთსა და იმავე დროს.

  1. მოუსმინეთ ბავშვის სურვილებს და მზად იყავით დასახმარებლად.
  2. განსაზღვრეთ ზუსტად რა დროს ითხოვს ჭამას და მეორე დღეს მზად იყავით იმავე დროს მიაწოდოთ საკვები.
  3. სისტემატიურად მიეცით საკვები ერთსა და იმავე დროს.

ძუძუთი კვება

ძუძუთი კვება ნიშნავს, გამოვკვებოთ პატარა ყველაზე ჯანმრთელი და სასარგებლო საკვებით და უზრუნველვყოთ ის კარგი იმუნიტეტით.

ბავშვის დაბადებამდე ყველა დედა განწყობილია, რომ ძუძუთი გამოკვებავს, თუმცა მისი დაბადების შემდეგ იწყება არგუმენტები „რძე არ მქონდა“, „ძუძუ არ მიიღო“ და ა.შ. შესაბამისად ბავშვი გადაჰყავთ ხელოვნურ კვებაზე. სინამდვილეში, კი პედიატრები ამბობენ, რომ ეს არგუმენტები მცდარია. რძე გვაქვს იმდენი, რამდენიც ბავშვს სჭირდება. უბრალოდ უნდა მივაჩვიოთ ძუძუთი კვებას.

გაითვალისწინეთ, რომ დედას აქვს პერიოდები, როცა რძე უმცირდება. ამიტომ არ უნდა ინერვიულოთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ხშირად მიიკრათ ბავშვი მკერდთან. აღიჭურვეთ მოთმინებით და დაელოდეთ. მანამდე კი ნუ გადაიყვანთ ბავშვს ხელოვნურ კვებაზე თუნდაც 5-11 თვის განმავლობაში.

დამატებითი კვება

დამატებითი საკვების მიცემა იწყება 4-5 თვის ასაკში, შემდეგი თანმიმდევრობით.

ჯერ ვაძლევთ ბოსტნეულს, შემდეგ ხილს, შემდეგ ფაფასა და ორცხობილას, პასტერიზებულ რძეს, 6-7 თვიდან - ხორცს, მერვე თვიდან - თევზს და კვერცხს, 8-9 თვიდან ხაჭოსა და მაწონს.

მთავარია, ამ პროცესში მოუსმინოთ ბავშვის მოთხოვნებს და დაიცვათ მთავარი წესები:

  • გაიარეთ კონსულტაცია თქვენი ბავშვის პედიატრთან
  • გაითვალისწინეთ, რომ საერთო წესების დაცვის შემთხვევაში ბავშვი უნდა იყოს სრულიად ჯანმრთელი.
  • ახალი პროდუქის მიცემისას მას არ უნდა ეწყებოდეს კბილის ამოჭრა.
  • მიცემულ პროდუქტზე არ უნდა ჰქონდეს ალერგია (0.5 ჩაის კოვზი გაასინჯეთ და მიხვდებით).
  • ახალი პროდუქტი მიეცით დღის პირველ ნახევარში, რათა დააკვირდეთ ორგანიზმის რეაქციას.
  • ახალი პროდუქტი გასინჯეთ ძუძუს მიცემამდე.
  • საკვები მიეცით კოვზით.
  • დაიწყეთ ნახევარი ჩაის კოვზით და ნელ-ნელა გადადით ასაკის შესაბამის ნორმებზე.
  • ახალ პროდუქტზე შეჩვევა გრძელდება 7-14 დღის განმავლობაში. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მისცეთ ბავშვს ახალი საკვები.

    გაეცანით ჩვენს სხვა სტატიებს MyWish.ge-ს ბლოგზე საბავშვო და საორსულე თემატიკაზე. ასევე, დაათვალიერეთ ყველაზე აუცილებელი პროდუქცია ჩვენს საორსულე ონლაინ მაღაზიაში :)