Blog Image

როლერი და გუაშა - სახის მოვლის აუცილებელი ინსტრუმენტები

დღეისათვის ახალგაზრდა და ჯანმრთელი კანის შენარჩუნება ყველა ქალისთვის მნიშნველოვანია. თუმცა სანამ ძვირადღირებულ ინექციებს მიმართავთ, სასურველია ცხოვრების წესში დანერგოთ კანის მოვლის ყოველდღიური რუტინა, რომელიც დაბერების პროცესს შეანელებს და თქვენს კანს ჯანსაღ იერს მიანიჭებს.

როლერი ერთ-ერთი ის ხელსაწყოა, რომელიც კანის მოვლის რუტინაში აუცილებლად უნდა შეიტანოთ და გამოიყენოთ ყოველ დღე თუ არა, კვირაში ორჯერ მაინც. ყოველდღიური გამოყენების შემთხვევაში კი შედეგს უკვე ორი კვირის თავზე დაინახავთ.

ვიცით, რომ ეს ორი ხელსაწყო სახის კანის მოვლისთვის გამოიყენება, თუმცა მოხმარების ინსტრუქციისა და კონკრეტული ბენეფიტების შესახებ შეიძლება ნაკლები ინფორმაცია გვქონდეს. არადა ეს არის ინსტრუმენტები, რომელიც ყველა ქალის რუტინაში უნდა იკავებდეს მნიშვნელოვან ადგილს, თუ ლამაზი და ახალგაზრდა, მბზინვარე და ჯანსაღი კანის შენარჩუნება გვსურს.

როლერის გამოყენებით კანის დამუშავების ტექნიკა ახალი სულაც არ არის. ის მრავალ საუკუნეს ითვლის და დიდი ხანია ეხმარება ქალებს სილამაზის შენარჩუნებაში, თუმცა დღეისათვის ხელსაწყო და გამოყენების მეთოდი დაიხვეწა და უკვე სრულყოფილი სახე მიიღო.

ამ სტატიაში ვეცდებით ამომწურავად ვისაუბროთ როლერსა და გუაშაზე და გაგაცნოთ, მისი სახეობები, დანიშნულებები, გამოყენების ინსტრუქციები; პასუხი გავცეთ ყველა იმ კითხვას, რაც პროდუქტის გარშემო დაგიგროვდათ.

როგორ გამოვიყენოთ როლერი

პრინციპი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, არის ლიმფოდრენაჟი, რომელსაც აღწევთ როლერის საშუალებით. ეს არის სახის მასაჟის ფორმა, რომლის მეშვეობითაც კანქვეშა სითხე მიემართება ლიმფური კვანძების მიმართულებით და ავსებს მათ. როდესაც სახეს როლერის მეშვეობით იმასაჟებთ, ის სახიდან ხსნის შესიებას, გიცავთ ნაოჭების გაჩენისგან და გმატებთ კანის მბზინვაარებას. ეს არის სასიამოვნო პროცესი, რომლის ეფექტსაც რუტინის დაწყებიდან მალევე ხედავთ.

როლერის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოთ ორი მნიშვნელოვანი საკითხი.

  • პირველი, როლერის გამოყენებას აზრი არ აქვს, თუ პროცედურას ყელის დამუშავებით არ დაიწყებთ.
  • მეორე, როლერს ზედმეტი ძალდატანება არ სჭირდება. გააკეთეთ მსუბუქი მოძრაობები. თვითონ მოწყობილობის წონა სრულიად საკმარისია საჭირო ეფექტის მისაღებად.

გამოყენებამდე სახე კარგად გაიწმინდეთ და დაიტანეთ მასზე თქვენი საყვარელი დამატენიანებელი. შეგიძლიათ წაისვათ ანტიოქსიდანტი და ვიტამინები, მკვებავი, შრატი, ან ზეთი, რომლებსაც როლერის გამოყენებით თქვენი კანი კარგად შეიწოვს.

მასაჟის კონკრეტული ინსტრუქცია კი ასეთია:

  • თავდაპირველად ვფარავთ ყელს ქვედა არეს ზედა-ქვედა მოძრაობებით.
  • იმავე მოძრაობებს ვიმეორებთ ყელის არეში.
  • ამის შემდეგ მოდის ნიკაპის არე. ამ შემთხვევაში ვაკეთებთ წინ და უკან მოძრაობებს, რომელიც იწყება ნიკაპის ცენტრიდან და მიდის ყურის მიმართულებით.
  • სახის დანარჩენ ნაწილს ვამუშავებთ ვერტიკალური მოძრაობებით. ვიწყებთ სახის შუა ნაწილიდან და მივდივართ საფეთქლებამდე.
  • თვალის გარშემო არეს უფრო მსუბუქი მოძრაობით ვამასაჟებთ ჰორიზონტალური მოძრაობებით საფეთქლების მიმართულებით.
  • რუტინას ვასრულებთ ცხვირზე ჰორიზონტალური მოძრაობებით.
  • ხშირად როლერს მოყვება გუაშაც, ნატურალური ქვის ფირფიტა, რომლის გამოყენების დროსაც მიაღწევთ რელაქსაციისა და სიმსუბუქის მომადუნებელ ეფექტს.

ოპტიმალური შედეგის მისაღწევად კარგი იქნება თუ რიტუალს ყოველდღიურად ან კვირაში სამჯერ მაინც გაიმეორებთ. რაც, შეეხება რეკომენდირებულ დროს, უკეთესი იქნება თუ პროცედურას დილის საათებში ჩაიტარებთ. ამგვარად სახიდან შესიებასაც განდევნით, განსაკუთრებით თვალის არედან. თუმცა თუ დილის პროცედურებისთვის დრო ნაკლებად გაქვთ, ძილის წინ სახის დამასაჟებაც ეფექტური იქნება.

როგორ გამოვიყენოთ გუაშა?

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ გუაშა გამოიყენება სახესა და მის მიდამოებში დაძაბულობის მოხასნელად და სარელაქსაციოდ.   მათ აქვთ განსხვავებული ფორმები. ისევე, როგორც როლერი, ისიც სხვადასხვა სახის ქვისგან მზადდება.

გუაშას გამოყენებისას რეკომენდირებულია სახე იყოს კარგად დატენიანებული. უკეთესია, თუ თქვენს რომელიმე საყვარელ ზეთს გამოიყენებთ, რათა ქვამ ელასტიურად და დისკომფორტის შექმნის გარეშე იმოძრაოს.

გუაშას გამოყენებით მასაჟის გაკეთებისას მოძრაობას ვიწყებთ ყელიდან და მივყვებით იგივე რიგითობას, რასაც ვაკეთებდით როლერის საშუალებით სახის დამუშავების დროს. თუმცა აქ მოძრაობები განსხვავებულია. გირჩევთ ინსტრუმენტი ამოძრაოთ ჯვარედინი მოძრაობით. ტუჩების მიდამოებში კი ზიგზაგის პრინციპით.

გუაშას ვიყენებთ კისრის და მხრების დამუშავებისთვისაც. პროცესში აღმოაჩენთ, რომ ის შესანიშნავად ხსნის დაძაბულობას და გეხმარებათ მოდუნებაში. ამ მიდამოების დამასაჟების დროს არ გჭირდებათ რაიმე კონკრეტული წესის დაცვა. უბრალოდ მოდუნდით და მაქსიმალურად შეიგრძენით ინსტრუმენტის ეფექტი.

კიდევ ერთი წესი, რაც გუაშას გამოყენების დროს უნდა გაითვალისწინოთ ის არის, რომ ყოველი მოძრაობა 3-3-ჯერ მაინც გაიმეოროთ.

რა განსხვავებაა როლერსა და გუაშას შორის?

ძირითადი განსხვავება როლერსა და გუაშას შორის მათ ფუნქციებშია. პირველი მათგანი გამოიყენება ლიმფოდრენაჟისთვის. მეორე კი ბოჭკოვანი ქსოვილის მოსადუნებლად.

ეს პროცესი განიჭებთ წარმოუდგენელი რელაქსაციის შეგრძნებას. წარმოიდგინეთ, რომ დაჭიმული გაქვთ კუნთი ყელსა და კისერზე. გუაშას გადატარებით თქვენ ქმნით სისხლის წნევას, რომელიც აწვება ბოჭკოვან ქსოვილს, რაც ხსნის დაძაბულობას. სწორედ ეს არის მისი მიზანი, ხელი შეუწყოს სისხლის ცირკულაციას და ლიმფურ დრენაჟს. შედეგად კანიდან გეხსნებათ დაჭიმულობის შეგრძნება. სისხლის ცირკულაციის გაუმჯობესების გამო კი ფერხდება ნაოჭების გაჩენის პროცესი.

რა მასალის როლერი და გუაშა შევიძინოთ?

რაც შეეხება მასალას. ჩვენ გთავაზობთ მეთვისტოს, ვარდისფერი კვარცისა და  მწვანე ნეფრიტის როლერებსა და გუა შებს. არსებობს ბევრი სპირიტუალური რწმენა-წარმოდგენა ქვებისა და კრისტალების ენერგეტიკის შესახებ. ამ წარმოდგენების მიხედვით ვარდისფერი კვარცი სასიყვარულო ენერგიის მატარებელია, მწვანე ნეფრიტი (ჯეიდ) კი დამამშვიდებელი და გამწმენდი ეფექტის მატარებელია.

დატოვე კომენტარი