add wishlist add wishlist show wishlist add compare add compare show compare preloader

💗 მოგაწვდით მთელ საქართველოში!

როგორ ჩავდგეთ ფორმაში მშობიარობის შემდეგ

როგორ ჩავდგეთ ფორმაში მშობიარობის შემდეგ

ბევრ ახალგაზრდა დედას აწუხებს წონის პრობლემა ორსულობის შემდეგ. ბუნებრივია, მშობიარობის შემდეგ ქალის სხეული ფორმას იცვლის და მნიშვნელოვანია, ბავშვის გაჩენის შემდეგ დავუბრუნდეთ საწყის მდგომარეობას, ვიყოთ ისეთივე ლამაზები და მიმზიდველები, როგორც მანამდე. ვატაროთ ძველებურად ტანზე მომდგარი ტანსაცმელი, სქინი ჯინსები და  ვგრძნობდეთ ჩვეულ თავდაჯერებულობას.

ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ რამდენი კილოგრამის მომატება ითვლება ნორმად ორსულობაზე და რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ ძველებურ ფორმას დავუბრუნდეთ.

რა არის ნორმა

საშუალოდ ორსულობისას ვიმატებთ 13.8 კგ-ს. ყველა ქალისთვის წონის მატება ინდივიდუალურია. მაგალითად პუტკუნები ნაკლებს იმატებენ, ვიდრე გამხდრები, მაღლები კი მეტს, ვიდრე დაბლები.

ქალები, რომლებსაც ძალიან ეზრდებათ მკერდი, მეტად ემატებათ სხეულის წონაც. ნორმალური წონის ქალბატონები უნდა ელოდონ, რომ მათი წონის მატება ორსულობისას შეადგენს 11-16 კგ-ს.

რატომ უნდა ვივარჯიშოთ

მშობიარობის შემდეგ მნიშვნელოვანია, ქალმა გაიმკვრივოს კუნთები, იმდენად, რამდენადაც ორსულობისას მუცლის პრესის კუნთები იწელება. ეს მდგომარეობა ნორმად ითვლება ორსულობისას, მაგრამ ბავშვის გაჩენის შემდეგ ის აუცილებლად უნდა ჩავაყენოთ ძველ ფორმაში და ამისათვის გარკვეული სამუშაოები უნდა ჩავატაროთ. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ბევრი ქალი იბრუნებს ძველ ფორმას მშობიარობის შემდეგ, მაგრამ მუცელი რჩებათ დიდი. იმისთვის ეს შედეგი თავიდან ავირიდოთ და მუცლის კუნთები აღდგეს, გვესაჭიროება პრესის ვარჯიში და სპეციალური ბანდაჟი.

 

 

როდის დავიწყოთ ვარჯიში

არ აქვს მნიშვნელობა ბუნებრივად იმშობიარეთ თუ საკეისროთი, ბავშვის გაჩენიდან 6 კვირის შემდეგ მიდით ექიმთან და დააზუსტეთ, შეიძლება თუ არა დაიწყოთ ვარჯიში. თუ ამას ზედმეტად ადრე დაიწყებთ, შესაძლოა ცუდად აისახოს თქვენს ჯამრთელობაზე.

კორსეტები და ბანდაჟები

კორსეტი და ბანდაჟი იჭერს მოშვებული პრესის დასუსტებულ კუნთებს, ამცირებს შემდგომ დაწოლას და ხელს უშლის ნაკეცების წარმოქმნას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან თქვენ წევთ სიმდსიმეს (ბავშვს), აცემინებთ ან ჯდებით სწორად, ეს კი დამატებითი სტრესია სხეულისთვის. იმისთვის რომ გქონდეთ სწორი წელი და მუცელი. ამისთვის კი პრესი უნდა გაიმაგროთ და პრესის გასამაგრებლად ვარჯიში და კორსეტის გამოყენება საუკეთესო საშუალებაა.

ბანდაჟი დედის მუცელს ვიზუალურადაც უფრო მკვრივსა და ელასტიკურს ხდის. გარდა ამისა, ხელს უწყობს ხერხემლის სწორად დაჭერასა და მშობიარობის შემდგომი წელის ტკივილის გაქრობას. მაქსიმალური ეფექტისთვის, რეკომენდებულია, კორსეტი მშობიარობისთანავე ჩაიცვათ და გამოიყენოთ დღისითაც და ღამითაც – მანამ, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევთ.

კანის გაუხეშებაზე კი ნუ იდარდებთ, თანამედროვე ბანდაჟები შექმნილია ისეთი მასალისგან, რომ კანს აძლევს სუნთქვის საშუალებას და არ აზიანებს ჩახუთვისაგან.

სწორი კვება

არ დაგავიწყდეთ, რომ სწორი კვება აუცილებელია არა მხოლოდ ორსულობისას, არამედ მშობიარობის შემდეგაც. გავრცელებული აზრი, რომ დედა ორი ადამიანის მაგივრად ჭამს - არასწორია. არ გამოტოვოთ დილის საუზმე. ჭამეთ დღეში 5-6-ჯერ, პატარ-პატარა პორციებით. ამოიღეთ რაციონიდან ტკბილეული, ნახევარფაბრიკატები, ფასთფუდი და ცხიმიანი პროდუქტები. დაამატეთ მეტი ხილი და ბოსტნეული. გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია, რომელ პროდუქტებზე უნდა თქვათ უარი და რომლის მიღებაა რეკომენდირებული მცირე რაოდენობით.