add wishlist add wishlist show wishlist add compare add compare show compare preloader

💗 მოგაწვდით მთელ საქართველოში!

ბავშვის ტუალეტზე დასაჯდომი

როგორ ვასწავლოთ პატარას ტუალეტის გამოყენება

თქვენი პატარა უკვე დიდი ხანია ღამის ქოთანს მიეჩვია და ინტერესდება დიდების ტუალეტით? შესაძლოა უკვე მოვიდა დრო დიდების საპირფარეშოს მიაჩვიოთ. როგორი რთულიც არ უნდა ჩანდეს, პროცესი სინამდვილეში საკმაოდ მარტივია, თუკი ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ და თანმიმდევრულად მიყვებით.

საბავშვო უნიტაზზე დასაჯდომი

 

  1. როდის დავიწყოთ

იყენებს თქვენი ბავშვი ღამის ქოთანს ერთსა და იმავე დროს? შეუძლია დამოუკიდებლად გახდა? ეს სწორედ ის კითხვებია, რომელზე გაცემული დადებითი პასუხებიც მიგანიშნებთ, რომ უკვე დროა ბავშვი დამოუკიდებლად ტუალეტის გამოყენებას მიაჩვიოთ.

 

  1. როგორ მივაჩვიოთ ტუალეტს ჯილდოების წყალობით

ეს საკმაოდ რთული დავალებაა 2-3 წლის ბავშვისთვის. ამიტომ ოჯახის წევრების მხარდაჭერა, სიყვარული და ჯილდოს სახით მიცემული სტიკერები კარგი წახალისებაა. ყოველ ჯერზე, როცა ბავშვი საპირფარეშოში წავა, სპეციალურად დახატულ კალენდარზე მიუწებეთ სტიკერი.

 

  1. მიყევით განაწესს

დასვით ბავშვი უნიტაზზე ერთსა და იმავე დროს მაშინ, როცა ჩვეულებრივ უნდება ხოლმე შესვლა. თუ თვითონ სურვილი არ გამოთქვა, თქვენ თავად უნდა დაეხმაროთ და ეს ერთსა და იმავე დროს გააკეთოთ.

 

  1. აჩვენეთ როგორ

ბიჭსაც და გოგოსაც უნდა დააწყებინოთ უნიტაზზე ჯდომით და ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ გაატაროთ: ტანსაცმლის გახდა, დაჯდომა და ა.შ. ბიჭისთვის გაკვეთილის ჩატარება შეუძლია ოჯახის მამაკაცს ან უფროს ბავშვს.

 

  1. გამოიყენეთ საბავშვო უნიტაზზე დასადები

ბავშვის უნიტაზზე დასადები

ბავშვის უნიტაზზე დასადებს, როგორც წესი მხიარულ ფერებში აკეთებენ. ბავშვებს კი მოსწონთ მხიარული და ლამაზი საგნები. გარდა ამისა აუხსენით, რომ ისევე როგორც დიდებს აქვთ „დიდური“ უნიტაზზე დასადები, ასევე აქვთ ბავშვებს და ის სპეციალურად მისთვის შეიძინეთ. ბავშვებს ძალიან უყვართ, როცა სპეციალურად მათთვის განკუთვნილი „დიდური“ ნივთები აქვთ. ასეა უნიტაზზე დასადების შემთხვევაშიც.

 

  1. წაუკითხეთ

წაუკითხეთ წიგნები, სადაც მოთხრობილია ტუალეტში სიარულზე. თუ ეს წიგნში არ წერია, თქვენ ჩაამატეთ. ბავშვი ნამდვილად მოიხიბლება იმ ფაქტით, რომ თურმე სუპერგმირებიც დადიან საპირფარეშოში.

მოკლედ...

როდის დააწყებინოთ პატარას საპირფარეშოში დამოუკიდებლად სიარული ეს ინდივიდუალურად მასზეა დამოკიდებული. არ ღირს აჩქარება და ნუ გაუბრაზდებით, თუ პროცესი გაიწელება. ის პატარაა და ეს ბუნებრივია. გამოიყენეთ ჩვენი რჩევები და პოზიტიური შექება ყოველთვის, როცა ამის შესაძლებლობა გექნებათ. თქვენი შვილი ტუალეტს ნამდვილად მიეჩვევა. ამით თავადაც იამაყებს და თქვენც გაგახარებთ. 

საბავშვო აქსესუარების ონლაინ მაღაზია MyWish.ge-ზე შეგიძლიათ ნახოთ ბევრი საინტერესო ნივთი, რომელიც თქვენი პატარასთვის გამოგადგებათ :)