Blog Image

როგორ ვაბანაოთ პატარა - რჩევები MyWish-ისგან

ჩვილის ბანაობა პირველ ეტაპზე ყველა ახალბედა დედისთვის დიდი გამოწვევაა. სინამდვილეში ეს პროცესი რთული სულაც არ არის, მაგრამ ჩვენს შიშებს უკავშირდება. ბავშვი ძალიან პატარაა, გვეშინია არასწორად არ დავიჭიროთ, რამე არ ვატკინოთ, თავი არ ჩამოუვარდეს ბანაობის დროს, ან ხელიდან არ გაგვისხლტეს წყლით დასველებისას.

თუმცა, განვმეორდებით და ვიტყვით, ბავშვის ბანაობა რთული სულაც არ არის და ამ პროცესს ძალიან მალე მივეჩვევით. მთავარია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ყველაფერი სწორად გავაკეთოთ, წესების დაცვით.

პირველი ეტაპი საბანაოდ მომზადებაა

დააყენეთ წყალი საჭირო ტემპერატურაზე და იდაყვით გასინჯეთ, რომ ძალიან ცხელი არ იყოს. წყალი აბაზანას 10 სმ-მდე უნდა ავსებდეს. შეგიძლიათ წყალს დაუმატოთ გვირილის ნახარში. წყლის ტემპერატურის გასაზომათ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვილის წყლის თერმომეტრი, ჩვენივე ონლაინ მაღაზიიდან.

ასევე, არის ძალიან პრაქტიკული პროდუქტი, აბაზანაში დასაფენი ბადე, რომელიც გაგიადვილებთ ჩვილის დაფიქსირებას უსაფრთხო სიმაღლეზე.

მოამზადეთ პირსახოციც. გაშალეთ ის გამოსაცვლელ სივრცეზე, რათა წყლიდან ამოყვანისას ბავშვი სწრაფადვე გაამშრალოთ.

გახადეთ პატარას ტანსაცმელი და ანადუღარი წყლით სახე გაუწმინდეთ.

შემდეგი ეტაპი თავის დაბანაა

ჩვილის ბანაობა

ჩააწვინეთ ბავშვი აბაზანაში. ცალი ხელი ამოუდეთ თავქვეშ და ისე მოათავსეთ აბაზანაში, რომ თავი მუდმივად გეჭიროთ. აბაზანიდან მეორე ხელით ამოიღეთ წყალი და თავზე ფრთხილად დაასხით. თავდაპირველად შამპუნის გამოყენება საჭირო არ არის. აბაზანის სითხეც საკმარისია მის დასაბანად. მოგვიანებით კი, როცა შამპუნის ხმარებას დაიწყებთ შეგიძლიათ თავზე გაუკეთოთ სპეციალური დამცავი საჭერი (ე.წ. წყლის ქუდი), რომელიც დაიცავს მის თვალებს შამპუნის და წყლის მოხვედრისგან.

ამის შემდეგ გადადით დანარჩენ სხეულზე.

მშვიდად და ნელნელა დაუმუშავეთ თითოეული ნაწილი. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ პატარას ნაკეცებს, ყელთან, ფეხებზე, ხელებზე, თითებს და გენიტალიებს.

ბანაობის პროცესში ესაუბრეთ მშვიდად და ღიმილით. დაიხსომეთ, რომ თქვენი განწყობა გადამდებია და ასე ბავშვს დამშვიდებაში დაეხმარებით.

ბოლო ეტაპი გამშრალებაა

ჩვილის გამშრალება ბანაობის შემდეგ

საკმარისია ჩვილი 2-3 წუთი დატოვოთ წყალში. ამის შემდეგ ამოიყვანეთ წყლიდან და კარგად დაიჭირეთ, რომ ხელიდან არ გაგისხლტეთ. დააწვინეთ პირსახოცზე და ფრთხილად გაამშრალეთ. აქაც, გამშრალებისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ნაკეცებს, თითებს და გენიტალიებს.

ფრთხილად შეაზილეთ ტალკი ფეხებსა და გენიტალიებზე. ჩააცვით სუფთა საფენი და ტანსაცმელი.

მოარიდეთ ორპირს და გყავდეთ სითბოში.

დატოვე კომენტარი