add wishlist add wishlist show wishlist add compare add compare show compare preloader

შეიძინე სასურველი ნივთი სახლიდან გაუსვლელად!

როგორ დავიცვათ ჩვენი პატარები კოვიდ-19 ვირუსისგან

როგორ დავიცვათ ჩვენი პატარები კოვიდ-19 ვირუსისგან

საბედნიეროდ, ბავშვები კორონა ვირუსის რისკ ჯგუფში არ შედიან, მაგრამ რომ ისინიც ისევე შეიძლება დაინფიცირდნენ, როგორც უფროსები და ისევე წარმოადგენენ მის გადამტანებს, როგორც ჩვენ. ვირუსისგან გამოწვეული დაავადება კი ზოგ შემთხვევაში მარტივად სულაც არ მიმდინარეობს და ჩვენც, უფროსები განსაკუთრებული წესების დაცვით უნდა მივუდგეთ ჩვენი პატარების უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ ჩვენ ჩამოვწერეთ რამდენიმე რჩევა, რომელთა დაცვათ თქვენს პატარებს კოვიდ 19-სგან დაიცავს.

ხელები დაბანეთ სწორად.

თუ ბავშვი შედარებით უფროსია, თვალყური ადევნეთ, რომ ხელები სწორად დაიბანოს ერთი წუთის განმავლობაში. მცირეწლოვნების შემთხვევაში კი ასე მოიქეცით: გაისაპნეთ ხელები კარგად და დამუშავეთ ბავშვსაც 20 წამის განმავლობაში. გაუსაპნეთ ფრჩხილები, თითები, კანი თითებს შორის და მაჯები. დაითვალეთ ოცამდე და ჩამობანეთ საპონი.

ანტისეპტიკური გელი

თუ ბავშვი სასეირნოდ გყავთ გაყვანილი ხშირად გაუწმინდეთ ხელები ანტისეპტიკური გელით.

გამოიყენეთ ხელსახოცი

ჩაანაცვლეთ ნაჭრის პირსახოცი ქაღალდით. რადგან ნაჭრის პირსახოცი საერთო გამოყენებისაა და მასზე შეიძლება შემორჩეს ვირუსი.

ხშირად გაუწმინდეთ ხელები

ქუჩაში გაყვანისას ბავშვი ხელით ეხება სხვადასხვა ზედაპირს. ამიტომ თან იქონიეთ ანტისეპტიკური ხსნარი და ხშირად გაუსუფთავეთ ხელები.

არ გამოიყენოთ პირსახოცი

ნაჭრის პირსახოცი მრავლჯერადი გამოყენებისაა და შესაძლოა მასზე ვირუსი დარჩეს. ამიტომ ჩაანაცვლეთ ის ქაღალდის ხელსახოცით.

ნუ მისცემთ ბავშვს ანტივირუსულ პრეპარატებს

მედიკოსებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ანტივირუსული პრეპარატები არაეფექტურია ვირუსთან ბრძოლის დროს. ამიტომ ნუ მისცემთ მათ პატარებს და მიეცით მათ იმუნიტეტს საშუალება დამოუკიდებლად იმოქმედოს.

დეზინფექცია

ვიცით, რომ ვირუსი სიცოცხლისუნარიანია სხვადასხვა ზედაპირზეც. ამიტომ ოჯახებში სადაც ბავშვი გყავთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ დეზინფექციას. გაწმინდეთ ზედაპირები ქლორით, ან სპირტიანი წყლით. გარეცხეთ ხშირად ტანსაცმელი ან გაამზეურეთ ორი დღით.

გამოიყენეთ ნიღაბი

ნიღაბი ბავშვისთვისაც ისევე აუცილებელია, როგორც უფროსისთვის. შეუძინეთ თქვენს პატარას თავისი ზომის ნიღაბი.

გაანიავეთ სახლი

ცნობილი ფაქტია, რომ ვირუსი ნაკლებად ვრცელდება იქ, სადაც ჰაერი ცირკულირებს. ამიტომ დღეში 4-5 ჯერ გაანიავეთ სახლი, 15-20 წუთის განმავლობაში.

დააკვირდით ბავშვს

მაიქციეთ ბავშვს ყურადღება არ იყოს ცუდ განწყობაზე ან მიდრეკილი ძილიანობისკენ. ვირუსი შეიძლება დაიწყოს ყოველგვარი კრიტიკული გამოვლინებების გარეშე.

გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე

მზის სხივები და D ვიტამინი აუცილებელია, როგორც ბავშვის ჯანსაღი განვითარებისთვის, ისე იმუნიტეტისთვის. ამიტომ თვითიზოლაციის პირობებში ნუ დაგავიწყდებათ, რომ გასეირნებაც საჭიროა და მცირე ხნით გაიყვანეთ მზეზე.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე

სიმშვიდე აუცილებელია. მით უმეტეს, რომ ახლა როგორც არასდროს უნდა ვიყოთ ყურადღებიანი და მივიღოთ ადეკვატური გადაწყვეტილებები. ასე, რომ ნუ აყვებით პანიკას.

ჯანმრთელობას გისურვებთ! 🧡

MyWish.ge - საბავშვო და საორსულე ონლაინ მაღაზია მომავალშიც მოგაწვდით საინტერესო სტატიებს, შემოდით ხოლმე.