Blog Image

რა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვთან ერთად გარეთ გასვლის წინ

რა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვთან ერთად გარეთ გასვლის წინ

თანამედროვე დედას ბევრი საქმე აქვს. მან არა მხოლოდ შვილს უნდა მოუაროს. როგორც წესი სახლის საქმეც უამრავი აქვს, მაღაზიებშიც თავად უწევს საყიდლებზე სიარული. მუშაობს და დაკავებული სამუშაო გრაფიკი აქვს. ბავშვის სეირნობაც თავად უწევს და თუკი გართობის დრო დარჩა, ხშირად მისი დამტოვებელიც არ ჰყავს, თან უნდა წაიყვანოს.

ანდაც გავანებოთ თავი იძულებას. ყველა დედას უნდა, რომ მისი შვილი განვითარებულ, სოციალიზებულ პიროვნებად ჩამოყალიბდეს. ამისათვის კი ცნობილია, რომ ბავშვი ხშირად თან უნდა წავიყვანოთ, იქნება ეს რესტორანი, დღის მუსიკალური ფესტივალი, მეგობრების შეკრება გასართობად, თუ რაიმე სხვა აქტივობა.

ბევრი თანამედროვე დედა ასეც იქცევა. ურჩევნია თავისი პატარა მცირე ასაკიდან მიაჩვიოს აქტიურ ცხოვრებას და სახლში გამოკეტვის ნაცვლად თან ატაროს. ასე ბავშვი უფრო სწრად გახდება გარემოსთან ადაპტირებული და მალე შეიძენს იმ უნარ-ჩვევებს, რაც სოციალური ურთიერთობების დასამყარებლად დასჭირდება.

თუმცა ასეთი დედები გარემოსთან ურთიერთობისას ბევრ სიძნელეს აწყდებიან. როგორც წესი, საქართველოში თითზე ჩამოსათვლელია ისეთი დაწესებულებები, რომელიც ბავშვის საჭიროებებზე იქნება მორგებული. ხშირ შემთხვევაში არათუ ბავშვის გასართობი სივრცე, არამედ სავარძელიც კი არ გვხვდება საკვებ დაწესებულებებში, რათა ბავშვი ჩავსვათ და წყნარად მივაწოდოთ საკვები, ანდაც სათამაშოები, რომ სანამ უფროსები თავადაც მიირთმევენ, ან საუბრობენ, დედამაც და შვილმაც თავი კომფორტულად იგრძნონ.

ასეთია უმეტესწილად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები საქართველოში. იმ დროს, როცა საზღვარგარეთ საზოგადოებრივ საპირფარეშოებში ბავშვისთვის პამპერსის გამოსაცვლელ მაგიდასაც ვნახავთ, რესტორანში გამოყოფილ სათამაშო სივრცესაც და ბავშვის სავარძელსაც.

აქ კი დედა იძულებულია უზარმაზარი ჩანთით თან ატაროს ყველაფერი, თუ შვილის გასეირნება უნდა.

როგორ ვაჭამოთ ბავშვს გარეთ?

წინასწარ უნდა ვიყოთ მზად, რომ რესტორნებსა და სხვა საკვებ ობიექტებში ბავშვის სპეციალური სავარძელი არ დაგვხვდება. ამიტომ ჩვენს უზარმაზარ ჩანთაში უნდა გვედოს ბავშვის უსაფრთხოების ქამარი.

ბავშვის უსაფრთხოების ქამარი

ეს არის სკამზე მისაბმელი ქამარი, რომლის საშუალებითაც ბავშვს ვამაგრებთ, რათა გადმოვარდნისგან დავიცვათ. როცა დაწესებულებაში არ არის ბავშვის სპეციალური სავარძელი ეს იდეალური გამოსავალია.  არის ელასტიური და კომპაქტური. მარტივია მისი დაკეცვა და ჯიბეში მოთავსება.

როგორ გავართოთ

ცხადია, ქართულ სივრცეში ძალიან იშვიათია ადგილი, რომელიც ბავშვის გასართობად იქნება სპეციალურად მოწყობილი. ასეთს მხოლოდ სავაჭრო ცენტრში თუ ვნახავთ. სწორედ ამიტომ სახლიდან გასვლისას არ უნა დაგვავიწყდეს და ჩვენ უზარმაზარ ჩანთაში ჩავიწყოთ ჩვენი პატარას საყვარელი სათამაშოები. ამგვარად ბავშვს მისი კვების დროსაც გავართობთ და ჩვენი კვების დროსაც.

როგორ გამოვუცვალოთ

პამპერსის გამოცვლა

მთავარია საპირფარეშოში ვიპოვოთ ადგილი, სადაც ბავშვს დავაწვენთ. დანარჩენი კი უკვე სპეციალური საფენის ამბავია. ეს არის წყალგამძლე დასაფენი, რომელსაც ვშლით, ვაწვენთ ზედ პატარას და ვუცვლით პამპერსს. ის კარგი იმითაცაა, რომ ჩანთადაც ტრანსფორმირდება, შეგვიძლია მასში ჩავაწყოთ პამპერსი, ხელსაწმენდები, პუდრი, სხვა საჭირო ნივთები და თან ვატაროთ კომფორტულად.

როგორ ვატაროთ ამდენი რამ

რა თქმა უნდა, ყველა ქალმა იცის, რომ არსებობს სპეციალური დედის ჩანთები. ასეთი ჩანთები ხშირად ტევადი, კარგად აწყობილი და კომფორტულია, მაგრამ არა მოდური. მას გადავიკიდებთ და ამით ჩვენი გამოპრანჭვის მცდელობასაც ბოლო ეღება. ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია სპეციალური დედის ჩანთა შემოგთავაზოთ, - თან მოდური და თან „დედური“, თანამედროვე, დახვეწილი, ტევადი და ბევრი ჯიბეებით, იმ ყველაფრის დასატევად, რაც ბავშვის გარეთ გასაყვანადაა საჭირო.

დედის ჩანთა

ახლა კი, როდესაც ჩანთაში მოვათავსეთ ის ყველაფერი, რაც ბავშვის გარეთ გასაყვანად გვჭირდება, პამპერსიც ადგილზეა, ბოთლებიც, საწოვარაც, გამოსაცვლელი დასაფენიც და სამაგრი ქამარიც, შეგვიძლია ჩვენი პატარა გამოვპრანჭოთ და თან წავიყვანოთ მეგობრების სანახავად.

დატოვე კომენტარი