add wishlist add wishlist show wishlist add compare add compare show compare preloader

შეძენის უამრავი მეთოდი. მოგაწვდით ყველგან 🤍

რატომ არის მნიშვნელოვანი ხოხვის სწავლა პატარებისთვის

რატომ არის მნიშვნელოვანი ხოხვის სწავლა პატარებისთვის

სანამ პატარა სიარულს ისწავლის, მან აუცილებლად უნდა ისწავლოს ხოხვა. როგორც სხვადასხვა პროფილის ექიმები ამბობენ, ხოხვას ძალიან ბევრი დადებითი შედეგი მოაქვს, მათ შორის:

    1. ბავშვი, რომელიც ხოხავს, სწავლობს ბალანსის დაჭერას, უკეთ ორიენტირებს სივრცეში და არჩევს მარჯვენასა და მარცხენას;

    2. ხოხვისას, ყველა კიდური და კუნთი მუშაობს, შესაბამისად პატარა სიარულს ასე უფრო მარტივად ისწავლის. ხოხვა ასევე საუკეთესო ორთოპედიული მასაჟია ბავშვისთვის;

    3. ამბობენ, რომ ბავშვები, რომლებიც ხოხავდნენ პატარობისას, დაცემის დროს ყოველთვის ხელებს იშველიებენ და უფრო უმტკივნეულოდ ეცემიან, ხოლო ვისაც არ უხოხია, ის ბავშვები, ძირითადად, თავით ეცემიან;

       

      როდის იწყებს პატარა ხოხვას?

      ბავშვების უმეტესობა ხოხვას იწყებს 7-10 თვის ასაკში. ზოგ პატარას ხოხვის ინდივიდუალური სტილი აქვს, თუმცა ეს სანერვიულო არ არის, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ის გადაადგილდება. ზოგი პატარა არ ხოხავს და იწყებს პირდაპირ დადგომის მცდელობას და სიარულს.

       

      თქვენი პატარა ხოხვის სწავლას იწყებს იმ მომენტიდან, როდესაც შეძლებს დაჯდეს დახმარების გარეშე. ამ დროს მას უკვე შეუძლია თავი დაიჭიროს, მიმოიხედოს. მისი ხელები და ფეხები უკვე საკმარისად ძლიერია, რომ არ წაიქცეს მუხლებზე დგომისას.

       

      როგორ დავეხმაროთ პატარას ხოხვის სწავლაში

      - მუცლის თამაშები - ბავშვი დააწვინეთ მუცელზე და ეთამაშეთ რამდენიმე წუთი დღეში ერთხელ მაინც. ეს მას დაეხმარება გაუძლიერდეს კუნთები. ბავშვი მუცელზე დააწვინეთ და მცირე მანძილზე დაუდეთ სათამაშო. ცნობისმოყვარეობა აიძულებს, სათამაშოსკენ გაიწვდინოს ხელი და ძალაუნებურად, რომ ვერ მიწვდება, გახოხდება. თქვენ კი თანდათან სულ უფრო დაუშორეთ სამიზნე.

      ზედმეტი არ მოგივიდეთ,  აუცილებლად უნდა დაეუფლოს ბავშვი თავის "საუნჯეს", ანუ უშედეგოდ არ უნდა ჩაიაროს მისმა მცდელობამ. მოგვიანებით ისევ გაიმეორეთ ეს ვარჯიში, ოღონდ – სხვა სათამაშოთი. ასეთ ხოხვას ექიმები ინტელექტუალურ ხოხვას უწოდებენ.

      - უსაფრთხოება - როდესაც პატარა ხოხვას იწყებს ანუ დამოუკიდებლად გადაადგილდება, მნიშვნელოვანია უზრუნველყოთ მისი უსაფრთხოება, ამისთვის იდეალურია თუ მოვარგებთ სპეციალურ თავისა და ზურგის დამცავ ბალიშს. ასევე მნიშვნელოვანია შევუქმნათ უსაფრთხო გარემო, რადგან მათი ცნობისმოყვარე ბუნება ეცდება შეეხოს ყველაფერს. ამიტომ შეიძინეთ კუთხის დამცავები, კარების და უჯრის ჩამკეტები, ჩამრთველის დამცავები. კარგი იქნება, თუ იატაკზე დაუფენთ პლედს ან საბავშვო ხალიჩას.

       

      - შეიძინეთ დიდი გასაბერი ბურთი - ის საუკეთესო ტრენაჟორია ბავშვისთვის. მუცლით დააწვინეთ ბურთზე, ფეხებზე მოკიდეთ ხელი და ნელ-ნელა გადაწიეთ ბურთი წინ. იატაკთან მიახლოებისას ბავშვის ხელისგულები მექანიკურად გაიშლება – ეს სწორედ ისაა, რაც საჭიროა ხოხვა რომ ისწავლოს.

      - ბავშვი თეძოებით აიყვანეთ, ხელებით იატაკს შეეხოს და დაეხმარეთ, რამდენიმე ნაბიჯი გადადგას ხელებით. ასეთი თამაში დაეხმარება ზურგის, მხრების და ხელების კუნთების გამაგრებაში.

       

      როგორ მოვიქცეთ, თუ პატარა ვერ დახოხავს

      პატარები უნარებს ივითარებენ სხვადასხვა მეთოდებით. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ თქვენმა პატარამ არ გამოამჟღავნა ინტრესი ხოხვის მიმართ, ეცადეთ მიაკვლიოთ გზას, რომ ხელები და ფეხები აამოძრავებინოთ კოორდინირებულად და ერთდროულად.

       

       

      ბავშვმა ისწავლა ხოხვა - შემდეგ?

      მას შემდეგ, რაც თქვენი პატარა ხოხვის სპეციალისტი გახდება, შემდეგი ეტაპია სიარულის სწავლა.  მალე ის დაიწყებს მოეჭიდოს ნერიბისმიერ რამეს, ზევით ასაწევად.

      როდესაც ის იგრძნობს რომ ფეხებს აბალანსებს, დაიწყებს თავისით დგომას, შემდეგ, კი მოგეხსენებათ დროის საკითხია სიარული, სირბილი და ხტომა.