თქვენი პატარა სუპერგმირია! რატომ უყვართ პატარებს სუპერ გმირის ფორმები
ვინ გინდოდათ ყოფილიყავით ბავშვობაში? ფიფქია, მძინარე მზეთუნახავი, სუპერმენი თუ სპაიდერმენი? ზოგი მიკი მაუსის ფორმას ირგებდა, ზოგიც ბეტმენის. ბავშვობაში ყველას გვყავდა ჩვენი საყვარელი პერსონაჟი, გვინდოდა ისე გვცმოდა, როგორც მათ და ამის შემდეგ უკვე იწყებოდა თამაში საყვარელი კომიქსის ან მულტფილმის სიუჟეტით, სადაც მთავარი გმირები, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიყავით. ყველას გვაქვს დარჩენილი მეხსიერებაში ჩვენი ბავშვური ოცნება, როდესაც გვინდოდა ჩვენი საყვარელი მულტიფიკაციური პერსონაჟის ძალებით ვყოფილიყავით აღჭურვილნი და გარეგნულადაც მათ დავმსგავსებოდით.
ბავშვის აღფრთოვანებას, როგორც წესი, მთავარი როლის შემსრულებელი, გარკვეული თვისებებით გამორჩეული, ლამაზი, ძლიერი და კეთილი პერსონაჟები იწვევენ. პატარა კარგისა და ცუდის გარჩევას ხშირად ამ პერსონაჟების მაგალითზე ახდენს.
ბიჭებისთვის მიბაძვის ობიექტები, როგორც წესი, კომიქსების გმირები არიან. გოგონებისთვის კი ძირითადად დისნეის პრინცესები. ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რა შინაარსის ზღაპრებს, მულტფილმებსა და საბავშვო ფილმებს ვაწვდით ჩვენს პატარას. კომიქსების სუპერგმირები კეთილი პერსონაჟები არიან, რომლებიც დაჯიდლოებულები არიან განსაკუთრებული ძალებით. მათი მისია ადამიანების ან სამყაროს ბოროტი ძალებისგან გადასარჩენაა. დისნეის პრინცესები კი ულამაზესი გოგონები არიან. საოცარი პრინცესები ლამაზი კაბებით და კეთილშობილური, მიზანდასახული ქმედებებით.
საყვარელი კომიქსების ან მულტფილმის გმირებად გარდასახვა ბავშვისთვის ერთ-ერთი საყვარელი გასართობია, თუმცა მას თავისი ფსიქოლოგიური საფუძვლებიც გააჩნია.
ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ადრეულ ასაკში პატარა ქცევით მაგალითს იღებს ავტორიტეტებისგან და იმ ცოცხალი თუ გამოგინილი პერსონაჟებისგან, რომლებიც მის მოწონებას და აღფრთოვანებას იმსახურებს. მიბაძვის მთავარი ობიექტები, როგორც წესი, არიან მშობლები, თუმცა მათ გვერდით დიდი ადგილი უკავიათ კომიქსების, ფილმების, მულტიფლმებისა და ზღაპრების პერსონაჟებს, რომლებიც ბავშვის განსაკუთრებულ სიმპათიებს იწვევენ. პატარას უნდა აღჭურვილი იყოს იმავე თვისებებით, რაც მისი მიბაძვის ობიექტს ახასიათებს, ჰგავდეს გარეგნულად ან ფლობდეს იმ განსაკუთრებულ ძალებს.
მიმსგავსების ძირითადი საშუალება, როგორც წესი, პერსონაჟის გარეგნული იერსახის და მისი დამახასიათებელი ჩაცმის სტილის/ფორმის გამეორებაა. ცნობილი მულტფილების, ფილმებისა და კომიქსების პერსონაჟებს ხომ ზოგადად უნიკალური იერსახე და კოსტიუმი აქვთ, რომელიც გარკვეულწილად იმეორებს კიდეც ხასიათის შტრიხებს. მაგალითად სპაიდერმენის ფორმაზე ობობა და მისი ქსელია დატანილი და პერსონაჟიც ობიბის მსგავსი ჯადოსნური ძალებით არის დაჯილოდებული.
ფსიქოლოგები გვეუბნებიან, რომ ადრეულ ასაკში ამ მიმბაძველობაში ცუდი არაფერია, მით უმეტეს, რომ მიბაძვის ობიექტები, როგორც წესი, კეთილი, ჯადოსნური თვისებებით დაჯილდოებული პერსონაჟები არიან. ამიტომ თუკი ჩვენი შვილი გამოთქვამს სურვილს, რომ საყვარელი პერსონაჟის ფორმა მოირგოს, ის თავისუფლად შეგვიძლია დავუკმაყოფილოთ. ამ ფორმების შეძენა MyWish.ge-ზე შეგვიძლია.
ჩვენი ონლაინ მაღაზია გვთავაზობს სუპერგმირების: სუპერმენის, სპაიდერმენის, ბეტმენის ფორმებს. ასევე პრინცესების: ელზას, პრინცესა სოფიას და ფიფქიას კოსტიუმებს. საყვარელი პერსონაჟების ფომების ჩამონათვალში ასევე შევხვდებით მინი მაუსის და მაშას (მაშა და დათვი) ფორმებს. სამოსი შექმნილია ანტიალერგიული, მაღალი ხარისხის მასალით და მოცემულია ყველა სასურველი ზომით. მათში თქვენი პატარა თავს ნამდვილ გმირად, ან პრიცესად იგრძნობს და დაიწყებს იმ ჯადოსნური სამყაროს შექმნას, რომელიც ასე გვიყვარდა თავადაც ბავშვობაში.