Blog Image

რა არის მრავალჯერადი ტრუსი-პამპერსი და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის

ზაფხული მოდის და ბავშვები უფრო ხშირად იწყებენ წყალში თამაშს, ჭყუმპალაობას და ცურვას.

ბავშვების წყალთან მხიარულობის უკან, კი დგახართ თქვენ, დედიკოებო, და ალბათ ვინ იცის მერამდენე საფენს უცვლით პატარას. არ იღელვოთ, გამოსავალი არსებობს - ჩვენი მრავალჯერადი ტრუსი პამპერსი, რომელიც ძალიან გაგიმარტივებთ ყოველდღიურობას, ხოლო თქვენს პატარას საშუალებას მისცემს კომფორტულად გაერთოს წყალში.

 

საბავშვო ტრუსი პამპერსი


თანამედროვე სამყაროში ტრადიციული საფენის იდეალურ ალტერნატივად გვხვდება ტრუსი პამპერსი. მისი გამოყენება მრავალჯერ შეგიძლიათ, ის ეკონომიურია და მათი გამოყენებით პლანეტის დაბინძურების პრობლემის მოგვარებაშიც შეიტანთ წვლილს.

ასევე მრავალჯერადი გამოყენების საფენები შეიძლება გაირეცხოს და გამოიყენოს არაერთხელ, რაც მკვეთრად ამცირებს ნარჩენების წარმოქმნას. ნაჭრის საფენების არჩევით თქვენ დადებით გავლენას ახდენთ გარემოზე და ეხმარებით თქვენი შვილისთვის მდგრადი მომავლის შექმნას.

ეს ინოვაციური ქსოვილის ტრუსი პამპერსი აერთიანებს კომფორტს, ეკონომიას და თავისუფლებას ერთ საფენში. მრავალჯერადი ტრუსი პამპერსი შთანთქავს ყველანაირ ნამს და დედიკოებისთვის ძალიან მოსახერხებელია.

რადგან უკვე იცით რა არის მრავალჯერადი ტრუსი პამპერსი, ახლა გავარკვიოთ როგორ შევარჩიოთ სწორი მოდელი თქვენი პატარისთვის:
ერთჯერადი საფენები ხშირად შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, სუნამოებს და საღებავებს, რომლებმაც შეიძლება გააღიზიანოს ბავშვის მგრძნობიარე კანი ან გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

ძირითადად მრავალჯერადი ტრუსი პამპერსები მზადდება ბამბის ქსოვილით. ცნობილია, ბამბის ქსოვილი ჰაერგამტარია. მაშასადამე შანსი, რომ შეიძლება პატარას ყველაზე სათუთი ადგილების გაღიზიანება მოხდეს, ასეთი ტრუსების გამოყენებისას მინიმუმამდეა დაყვანილი. ამიტომ შერჩევისას გაითვალისწინეთ რა ქსოვილი არის გამოყენებული პამპერსის შექმნისას.

 

ტრუსი პამპერსი ბამბის ქსოვილი


მნიშვნელოვანია შეარჩიოთ სწორი ზომა და სტილი, რათა არ მოხდეს სითხის გამოჟონვა საფენიდან. პატარას საფენი მჭიდროდ უნდა ჰქონდეს, სწორედ ეს განსაზღვრავს მრავალჯერადი გამოყენების ტრუსის ეფექტურობას. აღსანიშნავია, რომ ასეთი ტრუსები რეგულირებადია და ბავშვის ზრდასთან ერთად შესაძლოა კვლავ მათი გამოყენება.

მრავალჯერადი ტრუსი-საფენი იდეალური გამოსავალია, თქვენი შვილის ტრადიციული პამპერსის გადაჩვევის პროცესისთვის. იგი ძალიან მარტივად ირეცხება, და ასევე შრება უმოკლეს დროში. მაშასადამე, შეგიძლიათ გარეცხოთ, გააშროთ, და გამოყენოთ ისევ და ისევ. ეს ერთ-ერთი უპირატესობაა, რომელსაც მრავალჯერადი გამოყენების ტრუსი პამპერსები გთავაზობთ.

თანაც ასეთი საფენის შეძენა ბევრად ბიუჯეტურია. თქვენ არ დაგჭირდებათ მუდმივად შეავსოთ თქვენი მარაგი ტრადიციული საფენებით. საჭიროა იქონიოთ რამდენიმე მრავალჯერადი გამოყენების ტრუსი საფენი და მის გამოყენებას ნებისმიერ გამოუვალ სიტუაციაში მოახერხებთ.

ჩვენთან ტრუსი პამპერსის ფასები 19 - დან 55 - ლარამდე მერყეობს. ერთხელ შეძენილი ტრუსით, თქვენ გრძელვადიანად დაზოგავთ თანხას , რომელიც ერთჯერად საფენებში უნდა გადაგეხადათ.

ტრუსი პამპერსის საფენები

გახსოვდეთ - მრავალჯერადი გამოყენების ტრუსი პამპერსი ვერ ჩაანაცვლებს ტრადიციულ საფენს, მაგრამ გაგიმარტივებთ ზაფხულის ცხელ დღეებს. არ დაგჭირდებათ წყლის ნებისმიერ წვეთზე პატარას საფენი გამოუცვალოთ. ეს საქმე მრავალჯერად ტრუს პამპერსს მიანდეთ.

კომპანია MyWish გთავაზობთ 0 თვიდან 26 თვემდე, ასევე 12 თვიდან 5 წლამდე ტრუს-პამპერსის მრავლაფეროვან არჩევანს.

მზადება ზაფხულისთვის ახლავე უნდა დაიწყოთ - თან დაათვალიერეთ, როგორი მრავალფეროვანი და სახალისო დიზაინის ტრუსი პამპერსები გვაქვს.

დატოვე კომენტარი