




კენგურუ 3/1 – განკუთვნილია 0+ თვიდან თუკი ბავშვის სიგრძე 53+ სანტიმეტრია. დამზადებულია რბილი, ბუნებრივი, მსუბუქი და ანტიალერგიული ქსოვილისგან, რომელიც ბავშვის ნაზ კანს არანაირ საფრთხეს არ უქმნის და იცავს ქარისა თუ სიცხისგან.
არის ერგონომიული, აქვს ბავშვის ჩამოსაჯდომი პოზიცია, რაც კომფორტულს ხდის თქვენი პატარის ტარებას, კენგურუ ტანს ისე ერგება, რომ ჩვილის ძვლების ზრდას ხელი შეუწყოს და სუნთქვისათვის საკმარისი სივრცე მისცეს.
ორმაგი ფენის დამსახურებით, კენგურუ და მისი ღვედები რბილი და კომფორტულია როგორც ბავშვისთვის, ისე – მშობლისთვის, რომელსაც წელზე დაწოლილი სიმძიმე საგრძნობლად უმსუბუქდება.
რაც მთავარია ეს მოდელი იშლება და მშობლებს შუეძლიათ გამოიყენონ წელის ქამარის ნაწილი ბავშვის ჩამოსაჯდომად, რაც მშობელს უმსუბუქებს ბავშვის ხელით ტარების პროცესს. აქვს ჯიბეები და შესაძლებელია მრავალი ნივთი მოათავსოთ წელის ქამრის გვერდებში.
ზომები რეგულირდება სიგანის მიხედვითაც და უძლებს 20-25 კილოგრამამდე წონას. 0-დან 6 თვემდე ბავშვი კენგურუში ჯდება სახით მშობლისკენ, 6 თვეზე მეტის კი – მშობლის ზურგზე ან ზურგით მშობლისკენ.
ნივთი კომფორტულია როგორც ყოველდღიური მოხმარებისათვის სახლსა თუ ქუჩაში, ისე – მოგზაურობისა და ლაშქრობებისთვისაც. ირეცხება მარტივად, ხელით, და თავდაპირველ ფორმას გარეცხვის შემდეგაც ინარჩუნებს.
0 დან 3 თვემდე ბავშვი უნდა იყოს დაკიდებულ პოზიციაში ან რწევის პოზიციაში, ჯდომის ფუნქცია გამოიყენება იმ თვეებიდან როდესაც პატარას ჯდომა შეეძლება.
სხვა დეტალები:
✿ მასალა: ბამბა, სპანდექსი.
✿ წონა: 300 გრ.
✿ ასაკი: 0-36 თვე.
✿ ფერი: ლურჯი (პროდუქციის ფოტოები რეალურია, გთხოვთ შეძენამდე დაათვალიეროთ)
შენიშვნა: დაბრუნების წესების მიხედვით პროდუქციის დაბრუნება ხდება მხოლოდ ქარხნული წუნის შემთხვევაში, თუ გსურთ პროდუქტი ყიდვამდე ნახოთ შესაძლებელია მობრძანდეთ ოფისში და ისე შეარჩიოთ. ასევე გაცვლა შესაძლებელია მსგავსი კატეგორიის პროდუქტში.
გაითვალისწინეთ: ქარხნული წუნის შემთხვევაში თანხის დაბრუნება ხდება მაქსიმუმ 7 სამუშაო დღეში!
ონლაინ შეკვეთა საკმაოდ მარტივი პროცესია. კალათიდან, სადაც დამატებული გაქვთ სასურველი პროდუქცია, ღილაკის „შეკვეთის გაფორმება“-ის მეშვეობით გადადიხართ შეკვეთის გაფორმების გვერდზე, სადაც შეიყვანთ პირად მონაცემებს და მიწოდების მისამართს.
შემდეგი ნაბიჯი არის ანგარიშსწორების მეთოდის არჩევა.
ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ (+995) 571 00 77 27
სასიამოვნო შოპინგს გისურვებთ.
MyWish.ge-ზე განათავსეთ შეკვეთა 24 საათის განმავლობაში და ჩვენ პროდუქტს თბილისის მასშტაბით 2 სამუშაო დღეში მოგაწვდით, სულ რაღაც 4.50 ლარად.
პროდუქტის მიწოდება ხორციელდება 21:00 საათამდე.
ექსპრეს (იმავე დღის) მიწოდების სერვისს გთავაზობთ მხოლოდ თბილისში, დილის 12 საათამდე შემოსულ შეკვეთებზე, ტარიფია 10+ ლარი.
გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი მიწოდების პირობები ვრცელდება სამუშაო დღეებზე.
ჩვენ გთავაზობთ მიწოდების სერვისს მთელს საქართველოში, 2-4 სამუშაო დღის განმავლობაში. შესაძლებელია ადგილზე ანგარიშსწორება ჩვენს პარტნიორ საფოსტო კომპანიასთან. რეგიონებში მიწოდების ღირებულება არის მხოლოდ 6.50 ლარი (იშვიათი გამონაკლისების გარდა). გამონაკლისი შემთხვევებია დიდი ზომის და წონის ნივთები, რომლის ღირებულება 10 ლარია.
შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით :)
☎ (+995) 571 00 77 27
იმისათვის, რომ სწორი ზომის სამოსი ან თეთრეული შეიძინო, აუცილებელია იცოდე რა არის შენი ზუსტი ზომა.