კენგურუ სამი ერთში – განკუთვნილია 3 წლამდე ბავშვებისთვის. დამზადებულია რბილი, ბუნებრივი, მსუბუქი და ანტიალერგიული ქსოვილისგან, რომელიც ბავშვის ნაზ კანს არანაირ საფრთხეს არ უქმნის და იცავს ქარისა თუ სიცხისგან.
გამოირჩევა მოდური დიზაინით. კენგურუ ტანს ისე ერგება, რომ ჩვილის ძვლების ზრდას ხელი შეუწყოს და სუნთქვისათვის საკმარისი სივრცე მისცეს.
ორმაგი ფენის დამსახურებით, კენგურუ და მისი ღვედები რბილი და კომფორტულია როგორც ბავშვისთვის, ისე – მშობლისთვის, რომელსაც წელზე დაწოლილი სიმძიმე საგრძნობლად უმსუბუქდება.
ზომები რეგულირდება სიგანის მიხედვითაც და უძლებს 20 კილოგრამამდე წონას. 3-დან 13 თვემდე ბავშვი კენგურუში ჯდება სახით მშობლისკენ, 6 თვეზე მეტის კი – მშობლის ზურგზე ან ზურგით მშობლისკენ.
ნივთი კომფორტულია როგორც ყოველდღიური მოხმარებისათვის სახლსა თუ ქუჩაში, ისე – მოგზაურობისა და ლაშქრობებისთვისაც. ირეცხება მარტივად, ხელით, და თავდაპირველ ფორმას გარეცხვის შემდეგაც ინარჩუნებს.
სხვა დეტალები:
✿ მასალა: ბამბა.
✿ წონა: 300 გრ.
✿ ასაკი: 0-30 თვე.
✿ ფერი: წითელი.
შენიშვნა: დასაშვებია 100-150 გრამიანი ცდომილება. განათებისა და სხვა ფაქტორების გამო, ფოტოზე ასახული პროდუქტი შესაძლოა უმნიშვნელოდ განსხვავდებოდეს მისი რეალური ვიზუალისგან.
ონლაინ შეკვეთა საკმაოდ მარტივი პროცესია. კალათიდან, სადაც დამატებული გაქვთ სასურველი პროდუქცია, ღილაკის „შეკვეთის გაფორმება“-ის მეშვეობით გადადიხართ შეკვეთის გაფორმების გვერდზე, სადაც შეიყვანთ პირად მონაცემებს და მიწოდების მისამართს.
შემდეგი ნაბიჯი არის ანგარიშსწორების მეთოდის არჩევა, როგორც ონლაინ ისე ადგილზე.
ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ (+995) 571 00 77 27
სასიამოვნო შოპინგს გისურვებთ.
☎ (+995) 571 00 77 27
იმისათვის, რომ სწორი ზომის სამოსი ან თეთრეული შეიძინო, აუცილებელია იცოდე რა არის შენი ზუსტი ზომა.